x
image
L.C.
როგორ გავუმკლავდეთ ცელულიტს
imageცელულიტი უამრავი ქალის პრობლემაა და მისგან გათავისუფლება ჩვეულებრივი მეთოდებით საკმაოდ რთულია, თუმცა გთავაზობთ მედიკოსების რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი ფორმის დაბრუნებაში.

1.სწორი კვება - დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვები მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.ცელულიტისგან თავის დასაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ დღეში მინიმუმ 2 ლიტრ წყალს მაინც სვამდეთ.სითხეებიდან განსაკუთრებით დაგეხმარებათ მწვანე ჩაი, რომელიც წმენდს ორგანიზმს და გახდომასაც კი უწყობს ხელს.ხშირად მიიღეთ ბოსტნეული და ხილი.გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ფაფებიც მიირთვათ, მათ გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა უბრალოდ შეუძლებელია.

2. ფიტნესი - მხოლოდ სწორი კვება არ გიშველით, თუ ვარჯიშიც არ დაიწყეთ.ეცადეთ ყოველდღე ერთი საათი მაინც დაუთმოთ ფიტნესს.გაითვალისწინეთ, რომ ვიბროტრენაჟორები შედეგს არ მოგცემთ და მათზე დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.

3. ცელულიტის საწინააღმდეგო კრემები - არ გეგონოთ, რომ ყველა კრემი ეფექტურია, უმეტესობა სინამდვილეში არანაირ შედეგს არ იძლევა.კრემის სწორად შესარჩევად დახედეთ მის შემადგენლობას.მასში აუცილებლად უნდა იყოს: კოფეინი, ვიტამინი A, მიკროელემენტები, ფერმენტები და წყალმცენარეები.კრემის მოქმედებას აუცილებლად მასაჟითაც უნდა წაეხმაროთ.


4.და მთავარი წესი - არ დაიჯეროთ, რომ ცელულიტს სწრაფად მოიშორებთ.მისგან განკურნება საკმაო დროს მოითხოვს, ერთი და ორი თვე საკმარისი არაა, ამიტომ სჯობს მოთმინებით აღიჭურვოთ და შედეგს დაელოდოთ.

0
728
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:L.C.
L.C.
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0