x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ლიონელ მესი გარემოს დაცვის აქტივისტებისგან 50 ათას ევროს ითხოვს, რომლებმაც იბიცაზე მდებარე მის სახლს საღებავები შეასხეს

image


"ეკო-ტერორისტმა" აქტივისტებმა ფეხბურთელ ლიონელ მესის 11 000 000 დოლარის ღირებულების ფეშენებელური სასახლე დააზიანეს. მისი ფასადის კედლები მათ შავი და წითელი საღებავებით შეღებეს, ფანჯრები ჩაამტვრიეს და მოთხოვნა წამოაყენეს: "დაეხმარეთ პლანეტას, შეჭამეთ მდიდრები და გააუქმეთ პოლიცია".


image


არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ესპანური გარემოსდაცვითი ორგანიზაციის "Futuro Vegetal"-ის აქტივისტებისგან, რომლებმაც კუნძულ იბიცაზე მდებარე მისი სასახლის ფასადს საღებავები შეასხეს 50 000 ევროს გადახდას ითხოვს, ამის შესახებ გამოცემა "El Mundo" წერს. შემთხვევა აგვისტოს დასაწყისში მოხდა.


image


გარემოსდამცველები ცდილობდნენ თავიანთი ქმედების გამართლებას ფეხბურთელის ფეშენებელური სასახლის მშენებლობის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენებით. "რა საჭიროა სახლისთვის 50 ათასი ევროს გადახდა, რომელიც მალე აქ საერთოდ აღარ იქნება? არ გვესმის, როგორ შეიძლება გვედებოდეს ბრალად იმ სახლის დაზიანება, რომელიც იქ საერთოდ არ უნდა იყოს!"- განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა აქტივისტმა ბილბო ბასატერამ.


image


"Futuro Vegetal"-ის წარმომადგენლის თქმით, ფეხბურთელის მიერ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნები ძალიან მაღალია. ბასატერას თქმით, "კედლებიდან წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავის ჩამორეცხვა სარწყავი მილის საშუალებით შეიძლება".


image


შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს აქტივისტები არგენტინელი ფეხბურთელის ვილაში შეიჭრნენ, მისი სასახლის ფასადს წითელი და შავი საღებავები შეასხეს, რომლის ფონზეც პლაკატით ხელში ფოტო გადაიღეს, რომელზეც ეწერა: "დაეხმარეთ პლანეტას - ჭამეთ მდიდრები." არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ აქტივისტთა ქმედება გააკრიტიკა და მათ საქციელს სიმხდალე და სისულელე უწოდა.







0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
124