ფეხბურთი "შეიკს არაფრით ჩამოუვარდება!": პაპარაცებმა რონალდუ საყვარელ ქალთან ერთად დასვენებისას გამოიჭირეს 2021, 9 ივნისი, 15:28 სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი ცნობილ რუს სუპერმოდელს ირინა შეიკს ხვდებოდა, გახსოვთ ის დრო, როდესაც გლამურული ჟურნალების ყდები გადავსებული იყო ამ ერთ – ერთი ყველაზე ულამაზესი ვარსკვლავური წყვილის ფოტოებით?დღეს კი, ის ახალ ურთიერთობაში ესპანელ მოდელთან, ჯორჯინა როდრიგესთან იმყოფება, რომლის გვერდზეც თავს საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობს.ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დასვენებისას, ძვირადღირებულ იახტაზე საყვარელ ქალთან ერთად გამოიჭირეს, რასაც სოციალურ ქსელში კრიშტიანუს მეგობარი გოგოს მისამართით მისი თაყვანისმცემლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა: "ერთად კარგად გამოიყურებიან", "შეიკს არაფრით ჩამოუვარდება", "ირა ბევრად უფრო ლამაზია", "რა მშვენიერი წყვილია", "მსუქანა", "ირინა რონალდუსთან უკეთ გამოიყურებოდა", - ვერ ჩერდებოდნენ სპორტსმენის ფანები.ფაქტია, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტინუ რონალდუ თავის რჩეულთან, ჯორჯინა როდრიგესთან და ოთხ შვილთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს და უახლოეს მომავალში საყვარელ ქალზე დაქორწინებასაც აპირებს.874 შეფასება არ არის |