სისხლის სამართალი გათამაშებული იყო თუ არა ბრიტანელი მოდელის გატაცება, რისთვისაც პოლონელი ძმები ციხეში ჩასვეს? 19 აგვისტო, 12:11
ტელემაყურებელი გაფაციცებით ადენებდა თვალს 2017 წელს რეალურად მომხდარ დანაშაულს: ბრიტანელი მოდელის ამბავი, რომელიც მილანში ფოტოსესიით საბაბით შეიტყუეს, შემდეგ გაიტაცეს და ერთი კვირის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ.
მაგრამ ხლოი ეილინგის ერთ-ერთი გამტაცებელი დღემდე ამტკიცებს, რომ მთელი ამბავი გათამაშებული იყო. მიხალ ჰერბა თავის ძმასთან, ლუკასთან ერთად დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც წყვილმა ახალგაზრდა ქალბატონი ხლოი აილინგი გაიტაცა სექს- ტრეფიკინგის ბანდისთვის მისაყიდად და სცადეს მისი მონად გაყიდვა 250 000 ფუნტ სტერლინგად. ქალბატონმა ეილინგმა, რომელიც იმ დროს სულ რაღაც 20 წლის იყო, გაქცევა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც დაარწმუნა ლუკასი, რომ მისი საყვარელი გახდებოდა, იმ შემთხვევაში თუ ის გაუშვებდა. თუმცა, დაკავების შემდეგ ძმებმა განაცხადეს, რომ ეილინგს ლუკასთან ჰქონდა ურთიერთობა და თავად გოგონა გეგმავდა გატაცებას, როგორც „სარეკლამო ტრიუკი“. მათი პრეტენზიები დისკრედიტირებული იყო და მიხალს მიესაჯა 16 წელი თავისუფლების აღკვეთა, აქედან 5 წელი იტალიის ციხეში, ლუკაშს ასევე მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სააპელაციო წესით 12 წლამდე შეუმცირდა. თუმცა, პოლონელი ძმების საქმეზე წლების განმავლობაში მიდის სპეკულაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ეს საქმე "ყალბი" .ახლა ისევ არის ყურადღების ცენტრში BBC -ის დოკუმეტური ფილმის შემდეგ "გატაცება-ხლოი ელინგის ისტორია", რომელიც ამ დღეებში გამოვიდა. ამჟამად პოლონეთში მყოფი მიხალი განაგრძობდა მტკიცებას, რომ ის უდანაშაულო იყო. 43 წლის სატვირთოს მძღოლმა განუცხადა გამოცემა The Mail on Sunday-ს: ”მე არ მინახავს BBC-ის დრამა და თუ მათ [სცენარისტები] არ ჩართეს ჩემი ადვოკატის სასამართლო პროცესზე გადაცემული განცხადება, გარანტიას ვიძლევი, რომ ეს იქნება 100 პროცენტით გამოგონილი ამბავი. " ფოტოზე:მიხალისი დედის სახლიდან საუბრისას მან დაამატა: ”დარწმუნებული ვარ, [ქალბატონი ეილინგი და ლუკასი] წყვილი იყვნენ, რადგან ჩემი ძმა ლონდონში დადიოდა მის სანახავად. მისი პრეტენზიები სასამართლომ არ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეილინგიც ტყუილშიც კი იყო ეჭვმიტანილი. უნდობლობის მიზეზი გახდა კადრები, სადაც გოგონა და მისი გამტაცებელი ლუკასი მაღაზიებში კარგი შეყვარებულებივით ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ. გასულ კვირას ქალბატონმა ეილინგმა, სამხრეთ ლონდონიდან, განაცხადა, რომ ის კვლავ იღებდა შეტყობინებებს ონლაინ ტროლებისგან მისი გატაცებიდან შვიდი წლის შემდეგაც კი. მან The Times-ს განუცხადა: „ვგრძნობ, რომ არ იყო არავითარი [აღიარება] იმის შესახებ, რაც მე გამოვიარე. ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჩემი სიმამაცისთვის არასოდეს დამიმსახურებია ქება. სამაგიეროდ, მე ყოველთვის თავის დაცვა მიწევდა“. სანამ 37 წლის ლუკასი ციხეში რჩება, მიხალი 2022 წელს გაათავისუფლეს. ის იტალიურ სამართლებრივ სისტემას „მსოფლიოში ყველაზე უარესს“ უწოდებს. ფოტოზე:ლუკასი მან დასძინა: ”მოსამართლემ დაუჯერა [ქალბატონ აილინგს], მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება.” სინამდვილეში, სასამართლო-სასამართლო ექსპერტიზა დნმ-ს ტესტით ძმების დანაშაულს ამტკიცებს ძმები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და მიხალის თმა იპოვეს მანქანის საბარგულში, რომლითაც გოგონა მიყრუებულ ფერმაში გადაიყვანეს. ასევე ამოიღეს ძმების მიმოწერა ელ.ფოსტით .რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ დასავლეთ მიდლენდში, სადაც განიხილავდნენ გატაცების გეგმას და ასევე განიხილავდნენ იარაღისა და ისეთი დიდი ჩანთის ყიდვას, სადაც მოხერხდებოდა გოგონას სხეულის მოთავსება. 231 3-ს მოსწონს
|