x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
კოკა-კოლას გამოყენების 10 უჩვეულო გზა - იცოდით?
Coca-Cola მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელია. შეიქმნა აშშ-ში, ქალაქ ატლანტაში 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოიგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.


კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლების სამი მილიგრამი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.


image




თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ, 1892 წელს, ასა გრიგს კენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.




გარდა იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია, მისი გამოყენების უჩვეულო გზები მრავალმხირივია. თუ რაში და რისთვის შეგვიძლია მისი გამოყენება, სწორედ დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.




კოკა-კოალს გამოყენების 10 უჩვეულო გზა - იცოდით?





1. კოკა-კოლა, როგორც სასუქი.image

კოკა-კოლა აუმჯობესებს კომპოსტის ხარისხს, რომელიც გამოიყენება ბოსტნეულის, ხილისა და ყვავილების მოსაყვანად. ერთი ქილა სრულიად საკმარისია კომპოსტის მთელ გროვაზე. (დღეისათვის ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და ამაღლების უამრავი ბუნებრივი საშუალება და მეთოდი არსებობს. მათ შორის ყველაზე, ფართოდ გავრცელებული და დანერგილი მეთოდია კომპოსტირება. კომპოსტირება წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს, რომლის საშუალებითაც ორგანული ნარჩენები გარდაიქმნებიან ჰუმუსის მსგავს
პროდუქტად, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. კომპოსტი ორგანული ნაერთია, რომელიც მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ბიოლოგიურ სასუქს)






2. კოკა-კოლა ჟანგის წინააღმდეგ.image

თუ ჟანგიანი ჭანჭიკი ვერ მოაძრეთ, უბრალოდ დაასხით კოკა-კოლა. ის დაიწყებს ჟანგის ჭამას და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჭანჭიკი ადვილად მოეშვება.






3. კოკა-კოლა მინების გასაწმენდად.image

თუ ცივი კლიმატის ადგილას ცხოვრობთ, მაშინ გეცოდინებათ გაყინული მინების გალღვობა მარტივი რომ არ არის. თუ კოკა-კოლას დაასხავთ მინაზე, ყინული უმალ გალღვება, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ის წებოვანი იქნება და წყლით ჩამორეცხვა დაჭირდება.






4. კოკა-კოლა თმის დასახვევად.image

ალბათ იფიქრეთ, კოლას ქილაზე შემოახვევთ და თმა ხვეული გახდება. არა! თუ კოკა-კოლას გადაივლებთ თმაზე და ჩამოიბანთ წყლით, თმა ხვეულად გაშრება.






5. კოკა-კოლა, როგორც დამატენიანებელი.image

კანის მოვლისთვის ადამიანების უმეტესობა ყიდულობს ძვირადღირებულ კოსმეტიკას ან დადის სილამაზის სალონში, მაგრამ თუ შეურევთ კოლას რაიმე დამატენიანებელს, რომელსაც იყენებთ და წაისვამთ კანზე, ნახავთ, რომ ის უფრო გლუვი და სუფთა გახდება.






6. კოკა-კოლა მანქანის ბატარეისთვის (აკუმულატორი).image

აქაც მოქმედება იგივეა, როგორც ჭანჭიკების შემთხვევაში. დაჟანგულ ბატარეას კოკა-კოლა დაასხით და შემდეგ წყლით გადარეცხეთ, ჟანგები ადვილად მოცილდება.







7. კოკა-კოლა აუზის გასაწმენდად.image

აღარ დაგჭირდებათ სპეციალისტების დაქირავება აუზის გასაწმენდად, თუ მასში 2 ლიტრ კოკა-კოლას ჩაასხავთ. შემდეგ ამოტუმბეთ ტუმბოს დახმარებით. ის გასუფთავდება.






8. კოკა-კოლა და რეტრო-ფოტოგრაფია.image

დღესდღეობით შეუძლებელი არაფერია, მათ შორის რეტრო ფოტოს დაბეჭდვა. მაგრამ შეგიძლიათ გადაიღოთ ჩვეულებრივი ფოტო, დაასველოთ ის კოლას თასში და გააშროთ. გაშრობის შემდეგ თქვენი ფოტო რეტრო ფოტოს დაემსგავსება.






9. კოკა-კოლა საღეჭი რეზინის მოსაცილებლად.image

ნუ იჩქარებთ იმ ადგილას თმის მოჭრას, სადაც საღეჭი რეზინი ჩაგეწებათ. დაასხით კოკა-კოლა და ნახავთ რა მარტივად მოსძვრება.






10. კოკა-კოლა, როგორც თმის გამაღიავებელი.image

თუ თმა შეიღებეთ და ის ძალიან მუქი აღმოჩნდა, არ ინერვიულოთ. უბრალოდ დაასხით მათ კოკა-კოლა და მუქი ფერი მყისიერად გაუფერულდება.





P.S. კოკა-კოლასთან დაკავშირებული, თქვენ რა ხრიკი იცით?



0
310
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0