x
მეტი
  • 14.11.2024
  • სტატია:138226
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511956
„თეონა, კრიმინალების პარტიას შეერთებიხარ, მორალი და პრინციპები მაგ დროს რას გეუბნებიან?“ – ბაჩანა შენგელია
image

.

გარდაცვლილი სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია თეონა აქუბარდიას მიმართავს და აღშფოთებულია მისი გახარიას პარტიაში შესვლით:

.


Teona Akubardia გავიგე კრიმინალების პარტიას შეერთებიხარ, არ მოგატყუებ და ადამიანურად ცოტა მწყდება გული და ამ პოსტსაც ამიტომ ვწერ, ძალიან მოულოდნელი იყო მეთქი მაინც ვერ ვიტყვი (ტირში სროლებმა და ვოიაჟებმა მაინც მოიტანა შედეგი), მაგრამ მაინც არ მეგონა მანდატის გულისთვის ყველაფერზე წასვლა თუ შეიძლება.

.
მაინტერესებს, ხელს აწერთ 2019 წლის 20 ივნისის სისხლიან ღამეს? ხელს აწერთ ია კერზაიას სიკვდილამდე მიყვანას 2018 წლის არჩევნების პერიოდში? ხელს აწერთ გახარიას ყველა სხვა “კრიმინალურ გმირობებს'', რომლების ჩამოთვლა ამ პოსტში ცოტა რთული იქნება?

.
როდის იტყუებოდით, როდესაც 20 ივნისის შემდეგ გამართულ აქციებზე იდექით ხოლმე, თუ ახლა, როცა გავრილოვის ხელისბიჭ-გოგოებს შეურთდით? ღირებულებები, მორალი და პრინციპები მაგ დროს რას გეუბნებიან?
ეს კითხვები ალბათ რიტორიკულია, მაგრამ წარმატებები ამ საოცრად ცუდი გადაწყვეტილების სიმძიმის მალე გაცნობიერებაში. -- წერს ბაჩანა შენგელია.

.

შეგახსენებთ 29 აგვისტოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე წარადგინა.

.

„მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს.

გარდა ამისა, როგორც ფაქტი თქვენც იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ, მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა გახარიამ.

.

გარდა ამისა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ის გახარიას გუნდს შეუერთდა და განმარტა, რომ ამ პარტიის გარეშე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია.

.

„მოხარული ვარ იმით, რომ დღეს შემიძლია უკვე გითხრათ, რომ ამ გუნდის რიგებიდან განვაგრძობ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ევროპული ტიპის კეთილდღეობისთვის.

ოქტომბრის არჩევნები არის რეალური რეფერენდუმი და გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.

.

ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად არის: პირველი - „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე - ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა.

.

მჯერა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას!“, - განაცხადა აქუბარდიამ.

.

1
624
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
624
  
30 აგვისტო, 10:01
გახარია არის პრობკა, რომ ქოცებიდან წასული ამომრჩეველი არ წავიდეს ნაცებში და სადღავ შუაში, გახარიას პარტიაში შეჩერდეს. ბიძო აფინანსებს დარწმუნებული ვარ
0 1 1