x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"გეშინოდეს საკუთარი სურვილების, გეშინოდეს საკუთარი აზრების" – სურვილების ხე (იგავი)

ტყუილად ხომ არ უთქვამთ: "გეშინოდეს საკუთარი სურვილების, გეშინოდეს საკუთარი აზრებისო". ის, რაც ცნობიერებაშია, – რეალობაში ვლინდება... რაც დამაჯერებლადაა ნაჩვენები, სურვილის ხის შესახებ იგავში.


image


დაღლილი მოგზაური ტყეში მიდიოდა და დაიკარგა. მას სწყუროდა და მშიერი იყო. თან უცხო გარემოში ძალიან ეშინოდა. ლოცვა დაიწყო და ზეცას დახმარება სთხოვა...

უეცრად, შორი–ახლოს უჩვეულო ხე დაინახა, რომელსაც ოქროს ღერი და ფოთლები ჰქონდა. როგორც კი კაცი ამ ხის ჩრდილში მოხვდა, მისი სურვილების ასრულება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, დაიწყო. მოგზაური დაღლილი იყო, დაწვა ხის ძირში და დაიძინა. ხოლო, როდესაც გაიღვიძა, შიმშილი იგრძნო და გაიფიქრა:

— ძალიან მშია. ნეტა, სადმე ცოტა საჭმელ–სანოვაგე მაშოვნინა... და მაშინვე, არსაიდან, საჭმელი გაჩნდა – პირდაპირ ჰაერიდან მოცურდა. თან, ყველაფერი, ძალიან გემრიელი იყო. მამაკაცს ისე შიოდა, რომ იმაზე არ დაფიქრებულა, თუ საიდან გაჩნდა საჭმელი. ის მაშინვე, "მორთმეულ" კერძებს შეექცა და კარგადაც დანაყრდა…

საკვების მიღების შემდეგ, მას მოსწყურდა:

— რამე დასალევი რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა – გაიფიქრა მან.

და უეცრად, ღვინით სავსე ბოთლი გაჩნდა. იწვა ხის ჩრდილში კაცი, სვამდა ღვინოს და სამოთხის გრილი ნიავის ფონზე, მან გაოცება დაიწყო:

— ეს რა ხდება? იქნებ, მძინავს? ან იქნებ, აქ მოჩვენებები არიან, რომლებიც მეხუმრებიან?

და მოჩვენებებიც გამოჩნდნენ... ისინი საშინლები, სასტიკნი და ამაზრზენი იყვნენ – სწორედ ისეთები, როგორიც მას წარმოედგინა.

კაცი აკანკალდა და გაიფიქრა:

— ახლა ისინი, აუცილებლად მომკლავენ.

და მათ ის მოკლეს...


მორალი კი ასეთია:


I. როგორ სამყაროს ვუყურებთ — ის იმავენაირად პასუხობს

რასაც ველით და რისი დანახვაც გვინდა — სწორედ იმას ვხედავთ. ჩვენ მასში ვცხოვრობთ და ჩვენი გარემოც ის არის.

II. რაც ჩვენს ცნობიერებაშია — ის არის ჩვენს რეალობაში

ადამიანი საკუთარ თავს თავადვე აპროგრამებს. ის თავად ქმნის, საკუთარ ბედნიერებას და უბედურებასაც. ყველაფერი კი აზრებიდან, გონებიდან მოდის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს – ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა...

* რას ეძებდნენ და რა იპოვეს გერმანელებმა ეგვიპტეში? – ყველაზე უცნაური არტეფაქტები

* შეამოწმეთ საკუთარი ლოგიკა – 10 გამოცანა (პასუხები აქვს)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0