x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეგვიპტური ფარაონის უცხოპლანეტური იარაღი

imageტუტანხამონი და მისი ცოლი ანხესენამუნი. ოქროს ტახტის ზურგის ფრაგმენტი, ძვ.წ. აღრ. XIV ს.


არის ცნობილი, რომ ის 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, ეგვიპტეს მთელი 8 წლის მანძილზე მართავდა. ხოლო ჩვენ, მისი სიცოცხლის პერიოდი კი არა, ის უფრო გვაინტერესებს, რაც მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა... კერძოდ, ჩვენამდე მოღწეული მისი მუმია და სამარხი, რომელიც მეტად საინტერესო ფაქტებს გვაწვდის, ძველი ეგვიპტის შესახებ.

ტუტქნჰამონის აკლდამა 1922 წელს აღმოაჩინეს და მასში სარკოფაგთან ერთად, არაერთი არტეფაქტი* იყო. მაგ., ქსოვილში, რომელშიც მუმია იყო გახვეული, ოქროს ხანჯლები იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, მას მიცვალებულთა სამყაროში გზის გაკვალვაში უნდა დახმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხანჯლები ოქროსგან იყო დამზადებული, ყურადღების ცენტრში მაინც სხვა იარაღი აღმოჩნდა. ის უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა და რკინისგან იყო დამზადებული. ამასთან, ოქროს სახელური ჰქონდა, რომელზეც ბროლის ბურთი ჰქონდა წამოცმული. რაც შეეხება ოქროს ჩუქურთმებს, – მასზე ბუმბული, შროშანა და ტურის თავი იყო გამოსახული.


image


რა იყო მასში განსაკუთრებული? – ის რომ, ტუტანხამონი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა და რკინა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. თავიდან დანამ, თუ ხანჯალმა, ყურადღება სწორედ ამით მიიქცია, რადგან ძველი ტექნოლოგიებით, ზებუნებრივი და განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინეს. არტეფაქტის შესწავლის მცდელობა, გასული საუკუნის 70–იან წლებშიც ჰქონდათ. თუმცა, უშედეგოდ... და მხოლოდ 10 წლის წინ, პორტატიული რენტგენის ფლუორესცენციური სპექტრომეტრიის გამოყენებით, დაადგინეს რომ დანის პირი რკინის, ნიკელის და კობალტის შენადნობისგან იყო დამზადებული, რაც ბრინჯაოს ხანისთვის, მეტისმეტად უცნაური ნაერთია და გაოცებას სწორედ ეს იწვევს.

უფოლოგების მტკიცებით, ეს ხანჯალი მენტორი–უცხოპლანეტელების საჩუქარია, რომელიც ფარაონს მოძღვრავდა და აკონტროლებდა.


* თავის დროზე, ტუტანხამონის საგანძურმა ისეთი ინტერესი და ენთუზიაზმი გამოიწვია, როგორიც არ გამოუწვევია არცერთ სხვა არქეოლოგიურ აღმოჩენას. მეფეთა ველისკენ უამრავმა ტურისტმა აიღო გეზი. ხოლო, გაზეთები ჭორებით და ვარაუდებით აივსო. ახლა იმ სტატიების განხილვას არანაირი აზრი არა აქვს, მაგრამ, ალბათ, ბევრისთვის იქნება საინტერესო, ფარაონის სამარხში აღმოჩენილი ნივთების ერთი ნაწილის ფოტოები. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* ნაპოვნი უძველესი კალენდარი, რომელიც ცივილიზაციის ისტორიის გადაწერის საფუძველს იძლევა

* შეამოწმეთ საკუთარი ლოგიკა – 10 გამოცანა (პასუხები აქვს)

* როგორ გავიგოთ, ადამიანი ჭკვიანია, თუ არა? – მეფე სოლომონის "ტესტი"

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
621
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0