x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაბერდა და დღემდე არ უნდა დაჯერება, რომ ...."- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ბაობაბის ადგილია აფრიკაში, ისევე როგორც პინგვინის ანტარქტიდაში, ზვიგენის ოკეანეში და კობახიძეს ბუნებრივი გარემო თქვენ თვითონ შეურჩიეთ…


ჩემის აზრით, საქმე გვაქვს ბიძინას ერთგვარ “ღმერთის კომპლექსთან”, როდესაც ის ჯიუტად ცდილობს საკუთარი გემოვნებით გადაალაგოს ბუნების მიერ დაწესებულ წესრიგი, ექიშპება ღმერთს და დარწმუნებულია ამ გზის სისწორეში…


ეს არ ეხება მხოლოდ ბაობაბებს, პინგვინებს, ზებრებს, ზვიგენებს და დელფინებს. ეს ეხება მის პოლიტიკურ გუნდს, რომელშიც პრაქტიკულად არავინ არ არის თავის ბუნებრივ გარემოში.


დაბერდა და დღემდე არ უნდა დაჯერება, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მისი ეს “ბრძოლა” ამაო და სევდიანი ღიმილის მომგვრელია…"– ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კენიიდან გადარგული ბაობაბის რვავე ხე გახმა. ინფორმაციას თავად დენდროლოგიური პარკი ავრცელებს და ამას "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის "კონტროლირებად მედიას" აბრალებს.


შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პარკი 2020 წლიდან ფუნქციონირებს.




0
236
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
236