სხვა ბანკის მენეჯერმა სესხის გაცემის სანაცვლოდ წყვილს სე@სი მოთხოვა 18 აგვისტო, 11:41
ჩინეთში ბანკის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა წყვილს, რომელმაც სესხის აღება მოითხოვა.
ჩინელმა ცოლ-ქმარმა ბიზნესის განვითარებისთვის ბანკს სესხის მისაღებად მიმართა და თანამშრომლის მხრიდან შეურაცხმყოფელი მოთხოვნების წინაშე დადგა. ამის შესახებ South China Morning Post წერს. განსუს პროვინციის მაცხოვრებლებმა დუ ჰონგბინმა და მისი მეუღლემ ჟაო იუფენგმა მიაკითხეს ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის ფილიალს სესხის ასაღებად. თანამშრომელმა, გვარად ტიანმა, რომელსაც განცხადებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო, წყვილს პირობა დაუყენა: კრედიტის მიღება თუ სურდათ ქალს მასთან სექსი უნდა ჰქონოდა. მან წყვილი სახლშიც დაპატიჟა, რის გამოც დუ მას ტელეფონით რამდენჯერმე ეკამათა. ამის მიუხედავად, 28 ივლისს წყვილი მაინც მივიდა ბანკის მენეჯერის სახლში გარიგების დეტალების განსახილველად. მათი ჩვენების თანახმად, როდესაც დუ და ჟაო მივიდნენ, ტიანმა, მისმა მეუღლემ და ორმა ვაჟმა სცემეს ისინი, ჩაუკეტეს კარი და დაამტვრიეს მათი მობილური ტელეფონები, რათა მათ არაფერი ჩაეწერათ. ამის შემდეგ ტიანმა, სავარაუდოდ, წყვილს თავში საფერფლე და ხის ჯოხი ჩაარტყა, მოსთხოვა დაჩოქილიყვნენ და მოწყალება ეთხოვათ. შემდეგ მენეჯერმა სახლში რამდენიმე ნივთი დაამტვრია, უგონო მდგომარეობაში მყოფ დუს ხელში დანა ჩაუდო და პოლიცია გამოიძახა. მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ცოლ-ქმარი მასთან შურისძიების მიზნით მივიდა სესხზე უარის თქმის გამო, თვითონ კი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ჩემს ქმარს 20-მდე ნაკერი ჰქონდა სახეზე, მე კი 17 შუბლზე. ამის გარდა დაზანებული მაქვს თვალის ბუდე. ორივე მძიმედ დაშავებულები ვიყავით და რამდენიმე დღე საავადმყოფოში ვიწექით“, - თქვა ჟაომ. მოგვიანებით წყვილმა მომხდარის შესახებ ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში აქტიურად განიხილებოდა საზოგადოებაში ეს ინციდენტი, "ტიანი და მისი ოჯახი-დემონები არიან" წერდა ერთ-ერთი კომენტარში 7 აგვისტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ტიანი ბანკიდან გაათავისუფლეს, ხოლო ის და მისი ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა. ჩინეთში, სხეულის განზრახ დაზიანებისთვის მსჯავრდებულებს სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 292 2-ს მოსწონს
|