x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"ჩემი რომ არ სჯეროდა "ზოგიერთს", ა, ბატონო …"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ნიკანორ მელიას ყოფილ პრემიერ-მინისტრთან კოლაბორაციაში ამხელს:


"აი ამასთან ჰქონდა კოლაბორაცია ნაც მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, აი ეს “თვალთხარია” მოამაგრა და გააძლიერა ნიკანორმა, ზუსტად მაშინ ჩემი რომ არ სჯეროდა “ზოგიერთს”, როცა ვამბობდი ვიბრძოდი ფეიკია და დამანგრეველი თქო. ჰოდა ა ბატონო ……აი მორალს -კანონს და ყველაფერს აცდენილი განცხადება ოპოზიციური პარტიისა, ნუ რა თქმა უნდა ვითომ ოპოზიციურისა!!!!!"- წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


"ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მიშა სააკაშვილი არის იდეალურ პირობებში" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:


"ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და მიუღებელი არის ის, რომ "ქართული ოცნება" უქმნის მას ისეთ პირობებს და შესაძლებლობებს - პლატფორმას აძლევს, რომ ადამიანმა სასამართლო პროცესიდან საარჩევნო კამპანია ატაროს.


ფაქტობრივად, მიშა სააკაშვილი მართავს პარტიასაც, "ნაციონალურ მოძრაობასაც", იმ გამოყოფილ პარტიასაც (ახალ ნაციონალურ მოძრაობას), ეს ყველაფერი აგიტაციის ფონზე ხდება სასამართლო დარბაზიდან".






0
237
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
237