ორსულობა და ბავშვი
როგორც გაირკვა, სწორედ ამიტომ არ არსებობენ ისლანდიაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები
16 აგვისტო, 20:29
ისლანდიაში ყოველწლიურად დაუნის სინდრომის მქონე მაქსიმუმ ორი ბავშვი იბადება, თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ და ამერიკის ან დიდი ბრიტანეთის მაგალითებს გადავხედავთ ცხადად დავინახავთ რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რაოდენობა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია. ამ ქრომოსომული დაავადების მქონე პირები სხვადასხვა თოქ - შოუებისა და ახალი ამბების ხშირი სტუმრები არიან, სადაც საჯაროდ თავიანთი ინტეგრაციისა და ადაპტაციის საკითხებზე ხმამაღლა მსჯელობენ.
და მაინც რატომ არის ისლანდიაში ასეთი დაბალი მაჩვენებელი?
1. "2000 - იანი წლებიდან მოყოლებული ისლანდიის ეროვნულ კლინიკაში სისტემატურად პრენატალური სკრინინგ- ტესტები ტარდება, რომლებიც ნაყოფის განვითარების პრობლემებს დროულად ავლენს, მათ შორის - დაუნის სინდრომსაც. ეს, ქვეყანაში ჩვეულებრივი, აპრობირებული პრაქტიკაა."
2. "ისლანდიელი ქალების 99%-ი აბორტის გაკეთებას იმ შემთხვევაში ირჩევს, თუკი ტესტის ჩატარებისას ნაყოფს დაუნის სინდრომი დაუდგინდა. შედარებისთვის: ამ სიტუაციაში ამერიკაში აბორტის გაკეთებას ქალების მხოლოდ 67%-ი თანხმდება."
3. "ისლანდიელი ექიმები ამბობენ, რომ ქვეყანაში არანაირი იძულებითი აბორტი და "სოციალური წმენდა" არ ხორციელდება, რაშიც მათ ინტერნეტსივრცეში გამუდმებით ადანაშაულებენ. მედპერსონალის მშობლებთან კონსულტაცია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, სადაც გადამწყვეტი სიტყვა მაინც დედას ეკუთვნის, თუმცა ფაქტია, რომ დაუნის სინდრომი ისლანდიელთა ცხოვრებიდან თითქმის პრაქტიკულად გამქრალია."