x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გოგონას ვარჯიში ორსულობის მე - 9 თვემდე არ შეუწყვიტავს და აი, შედეგიც

image


ცნობილმა პორტუგალიელმა მოდელმა და ტელეწამყვანმა კაროლინა პატროჩინიომ მთელ მსოფლიოში სახელი ცნობილ ფეხბურთელთან, კრიშტიანუ რონალდუსთან ხანმოკლე ურთიერთობის შედეგად გაითქვა. დღესდღეობით, წარმატებული "ფიტნეს - დედა" სხვა ფეხბურთელთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება და მესამე შვილსაც ელოდება.


image


კაროლინა ფიტნესის ერთგული ყოველთვის იყო და ვარჯიშის გარეშე არც ერთ დღეს არ ტოვებდა. უკვე წლებია, გოგონა სპორტდარბაზს კვირაში 6 დღე სტუმრობს, ხოლო მას შემდეგ, რაც კაროლინამ საკუთარი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო, მას ვარჯიში არც ერთი დღით არ შეუწყვიტავს.



image


გოგონას თქმით, ის ვარჯიშისთვის თავის დანებებას არ აპირებს, რადგან მისი ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, შესაბამისად, მისი საყვარელი საქმიანობაც ყოველდღიურ გეგმებში რჩება.



image


თუმცა ბევრი ინტერნეტმომხმარებლისთვის გამოცანად რჩება, როგორ ახერხებს კაროლინა ორსულობის მეცხრე თვეში ყოველდღიურ, ინტენსიურ ვარჯიშსა და სხეულის ასეთი იდეალური ფორმების შენარჩუნებას.



imageimage


მხოლოდ მის მუცელს შეხედეთ!!!



image




0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
197