x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ტკბილეული, რომელიც შენს ფიგურას არ ავნებს
ათასობით ათასი სახეობის ტკბილეული არსებობს და მხოლოდ გემრიელობის გამო კი არ გამოირჩევა ისინი, კონდიტერებმა მათგან მრავალი ხელოვნების ნიმუშებიც კი შექმნეს. მილიონობით ადამიანია ტკბილზე დამოკიდებული და მიზეზი იისა, თუ რატომ ვერ ეშვებიან ისინი მათზე დამოკიდებულებას, არის ნივთიერება დოპამინი, რომელიც გემრიელი ნუგბარის მირთმევისას გამოიყოფა ჩვენი ტვინიდან, ვიღებთ სიამოვნებას და გვაბედნიერებს. ბუნებრივია, რომ დოპამინი ხელს უწყობს ჩვენი განწყობის გაუმჯობესებას.




image



არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გემრიელი ტკბილეული დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, თავისთავად კი შაქარი არის "ნარკოტიკი". მეცნიერეის მიერ ჩატარებულ კვლევებში, სადაც საცდელი ობიექტები თაგვები იყვნენ, დადასტურდა, რომ ადამიანი შაქარზე უფრო ხდება დამოკიდებული, ვიდრე კოკაინზე, რაც ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილე თაგვების 94%-მა დაადასტურა.



image




ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება გამოიწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას, ამიტომ უმჯობესია თუ მას შევზღუდავთ. შაქრის შეზღუდვა ასევე აგაცილებთ თავიდან ინსულინს, დიაბეტს, ფერიჭამელებსა და კანის დაბერების სისწრაფეს.



image



როგორც ცნობილია, ჩვენს კუჭში ცხოვრობენ საჭირო ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან შაქრით და უყვართ შაქარი, ამიტომ გარდა დოპამინის ფაქტორისა, ეს ბაქტერიებიც ითხოვენ იმ თავიანთ შაქრის პორციას რომ იკვებონ და გადარჩნენ. და თუ თქვენ შეეცდებით ნელ-ნელა მოიშოროთ შაქარი, რეალურად ეს ბევრად გაგირთულებთ საქმეს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დოპამინის ეფექტი ისევ რჩება, დამოკიდებულება ისევ რჩება, ეს ბაქტერიებიც ისევ ცოცხლობენ და სანამ სრულად არ ამოიღებთ შაქრებს და ნახშირწყლებს, მანამდე არ დაიწყება თქვენი ტკბილეულზე დამოკიდებულების გაქრობა.


image


თუ ტკბილის მოთხოვნას ვერაფერს უხერხებ, შეგიძლია ისინი ჩაანაცვლო შემდეგი ტკბილეულით, რომლებიც არ ავნებს შენს ფიგურას და ჯანმრთელობას.




image


ტკბილეული, რომელიც არ ავნებს შენს ფიგურას





1. თაფლი. image

შაქარზე არანაკლებ კალორიულია, მაგრამ მისი სარგებელი გაცილებით მეტია. თაფლი შეიცავს სასარგებლო ფერმენტებს, ვიტამინებს და საკვებ ნივთიერებებს, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს თქვენს განწყობას და იმუნიტეტს.







2. მარმელადი.image

ის არ შეიცავს ცხიმს, მაგრამ მარმელადი გამოირჩევა პექტინის მაღალი შემცველობით, ბუნებრივი პოლიმერით, რომელიც ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.






3. ჩირი. image

მათ ბევრი უპირატესობა აქვთ სხვა ტკბილეულთან შედარებით. ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს მავნე საკვებ დანამატებს. ჩირი ასევე ვიტამინებისა და მიკროელემენტების მდიდარი წყაროა.






4. ზეფირი. image

მარმელადის მსგავსად, ის ასევე უცხიმოა და შეიცავს აგარს ან პექტინს. გარდა ამისა, შეიცავს ცილას, რკინას და ფოსფორს.






5. მარცვლეულის ბატონი. image

ეს პროდუქტი, რომელსაც თითქმის ნებისმიერ აფთიაქში ნახავთ, შესანიშნავი გამოსავალია ჯანსაღი კვებისთვის. მარცვლეულის ფანტელები, ხილი, თხილი და სიროფი ამ საჭმლის ძირითადი ინგრედიენტებია.






6. ტყლაპი. image

ეს შესანიშნავი დესერტი კარგია ფრჩხილებისთვის, თმისთვის და ნერვული სისტემისთვის.



0
105
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0