სხვა ტკბილეული, რომელიც შენს ფიგურას არ ავნებს 24 აგვისტო, 12:56 ათასობით ათასი სახეობის ტკბილეული არსებობს და მხოლოდ გემრიელობის გამო კი არ გამოირჩევა ისინი, კონდიტერებმა მათგან მრავალი ხელოვნების ნიმუშებიც კი შექმნეს. მილიონობით ადამიანია ტკბილზე დამოკიდებული და მიზეზი იისა, თუ რატომ ვერ ეშვებიან ისინი მათზე დამოკიდებულებას, არის ნივთიერება დოპამინი, რომელიც გემრიელი ნუგბარის მირთმევისას გამოიყოფა ჩვენი ტვინიდან, ვიღებთ სიამოვნებას და გვაბედნიერებს. ბუნებრივია, რომ დოპამინი ხელს უწყობს ჩვენი განწყობის გაუმჯობესებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გემრიელი ტკბილეული დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, თავისთავად კი შაქარი არის "ნარკოტიკი". მეცნიერეის მიერ ჩატარებულ კვლევებში, სადაც საცდელი ობიექტები თაგვები იყვნენ, დადასტურდა, რომ ადამიანი შაქარზე უფრო ხდება დამოკიდებული, ვიდრე კოკაინზე, რაც ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილე თაგვების 94%-მა დაადასტურა. ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება გამოიწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას, ამიტომ უმჯობესია თუ მას შევზღუდავთ. შაქრის შეზღუდვა ასევე აგაცილებთ თავიდან ინსულინს, დიაბეტს, ფერიჭამელებსა და კანის დაბერების სისწრაფეს. როგორც ცნობილია, ჩვენს კუჭში ცხოვრობენ საჭირო ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან შაქრით და უყვართ შაქარი, ამიტომ გარდა დოპამინის ფაქტორისა, ეს ბაქტერიებიც ითხოვენ იმ თავიანთ შაქრის პორციას რომ იკვებონ და გადარჩნენ. და თუ თქვენ შეეცდებით ნელ-ნელა მოიშოროთ შაქარი, რეალურად ეს ბევრად გაგირთულებთ საქმეს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დოპამინის ეფექტი ისევ რჩება, დამოკიდებულება ისევ რჩება, ეს ბაქტერიებიც ისევ ცოცხლობენ და სანამ სრულად არ ამოიღებთ შაქრებს და ნახშირწყლებს, მანამდე არ დაიწყება თქვენი ტკბილეულზე დამოკიდებულების გაქრობა. თუ ტკბილის მოთხოვნას ვერაფერს უხერხებ, შეგიძლია ისინი ჩაანაცვლო შემდეგი ტკბილეულით, რომლებიც არ ავნებს შენს ფიგურას და ჯანმრთელობას. ტკბილეული, რომელიც არ ავნებს შენს ფიგურას1. თაფლი. შაქარზე არანაკლებ კალორიულია, მაგრამ მისი სარგებელი გაცილებით მეტია. თაფლი შეიცავს სასარგებლო ფერმენტებს, ვიტამინებს და საკვებ ნივთიერებებს, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს თქვენს განწყობას და იმუნიტეტს. 2. მარმელადი. ის არ შეიცავს ცხიმს, მაგრამ მარმელადი გამოირჩევა პექტინის მაღალი შემცველობით, ბუნებრივი პოლიმერით, რომელიც ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს. 3. ჩირი. მათ ბევრი უპირატესობა აქვთ სხვა ტკბილეულთან შედარებით. ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს მავნე საკვებ დანამატებს. ჩირი ასევე ვიტამინებისა და მიკროელემენტების მდიდარი წყაროა. 4. ზეფირი. მარმელადის მსგავსად, ის ასევე უცხიმოა და შეიცავს აგარს ან პექტინს. გარდა ამისა, შეიცავს ცილას, რკინას და ფოსფორს. 5. მარცვლეულის ბატონი. ეს პროდუქტი, რომელსაც თითქმის ნებისმიერ აფთიაქში ნახავთ, შესანიშნავი გამოსავალია ჯანსაღი კვებისთვის. მარცვლეულის ფანტელები, ხილი, თხილი და სიროფი ამ საჭმლის ძირითადი ინგრედიენტებია. 6. ტყლაპი. ეს შესანიშნავი დესერტი კარგია ფრჩხილებისთვის, თმისთვის და ნერვული სისტემისთვის. 104 3-ს მოსწონს
|