x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როდის კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს?
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.



image



არსებობს 3 მთავარი მიზეზი ქალის ხასიათში, რომლის გამოც პარტნიორი მამაკაცი მის მიმართ კარგავს ინტერესს.




როდის კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს?





1. როდესაც მამაკაცი პარტნიორ ქალში ხედავს უფრო მეტად მზრუნველ დედიკოს, ვიდრე საყვარელ ქალს.




ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ წყვილის ურთიერთობა ხანგრძლივი არ იქნება. თუ მამაკაცი მიხვდება, რომ ქალი, რომელზეც დაქორწინდა და წესით ის მისი საყვარელი ქალი უნდა იყოს და უმეგზუროს დარჩენილი ცხოვრება, თუმცა ის დედიკოსავით მზრუნველია, იღებს გადაწყვეტილებებს მის მაგივრად, ზრუნავს მასზე როგორც პატარა ბავშვზე და სხვა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მამაკაცისთვის ეს ურთიერთობა სქესის კონცეფციიდან ძალიან შორს არის.



image


2. როდესაც ქალი ცუდი ამბების წყაროა.



დიახ, სწორად გაიგეთ. მამაკაცი ყურადღებას აქცევს სიტყვებს, თუ როგორი ამბების თუ ლექსიკის წყაროა მისი საყვარელი ქალი. ამიტომ, მანამ, სანამ რამე ცუდის თქმას დააპირებთ მისთვის, საჭიროა შექმნათ მშვიდი გარემო, გაიყვანოთ, გაასეირნოთ, მიიყვანოთ მშვიდ ადგილას, წაიყვანოთ სავახშმოდ და ნელ-ნელა შეაპაროთ სათქმელი პანიკის გარეშე. დაგვერწმუნეთ, რომ ასე უკეთესია.




image



3. როდესაც ქალი აღფრთოვანებას ვერ გამოხატავს.



ფაქტია, რომ აღტაცების გრძნობა არის ერთ-ერთი ერთგვარი გარანტია ურთიერთობის დროს. მანამ, სანამ ჩვენით აღფრთოვანებულები არიან, არ მიგვატოვებენ. ფსიქოლოგების მტკიცებით, ემოციები სიყვარულის და პატივისცემის საფეხურთან დგას. თუმცა, თუ ქალი ვერ გამოხატავს აღფრთოვანებას საყვარელი მამაკაცის მიმართ, იწყება რუტინული ცხოვრება, რაც ანადგურებს წყვილის ურთიერთობას.



0
117
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0