პროფილაქტიკა რატომ უნდა ავაყუდოთ ფეხები კედელზე ყოველდღე? 22 აგვისტო, 11:02 რეკომენდაციას, რომ ფეხები კედელზე ყოველდღე ააყუდოთ გარკვეული დროით, ექიმები ერთხმად იძლევიან. რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს ეს სასიამოვნო პროცედურა, გეტყვით, რომ მას მთელი რიგი ჯანმრთელობის შედეგის მოცემა შეუძლია.
მაშ, რაში მდგომარეობს ფეხების კედელზე აყუდების პროცედურის საიდუმლო?⊱ ის ამცირებს შეშუპებას ფეხებში. ფეხების შეშუპება ყოველთვის კავშირშია სისხლის ცუდ მიმოქცევასთან. ამ ვარჯიშს, თუ რეგულარულად შეასრულებთ, შეუძლია მისი ნორმალიზება. ⊱ ხსნის დაღლილი ფეხების სინდრომს. ფეხების კედელზე აყუდება დაგეხმარებათ მოიხსნათ სიმძიმის შეგრძნება ფეხებში. მეტიც, ამ პროცედურების შემდეგ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხერხებელი სულაც აღარ იქნება. ⊱ ამცირებს ტკივილს მენსტრუაციის დროს. ამ პოზიციაში ყოფნა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დაასვენოს თქვენი მუცელი გარკვეული და გაურკვეველი უსიამოვნო შეგრძნებებისგან. ეცადეთ ასე იწვეთ სულ ცოტა ერთი წუთი მაინც. ⊱ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ფეხების მაღლა აწევა ახდენს ნაწლავების მობილობას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას ორგანიზმის მიერ. დროთა განმავლობაში, ეს პოზა ხელს უწყობს შეკრულობისგან გათავისუფლებას. გაოცდებით და, ასევე შესანიშნავია ბუასილის პრევენციისთვის. ⊱ ის შეუცვლელია ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკისთვის. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას აცილებული ფეხებში სისხლის სტაგნაცია. ფეხები კედელზე ააყუდეთ და მსუბუქად ამოძრავეთ აქეთ-იქით. ⊱ გონებრივი სიმშვიდე. ეს პოზა არამარტო ფიზიკურ შვებას მოგიტანთ, არამედ მორალურსაც. ეს ვარჯიში სასიამოვნო მდგომარეობის გარდა, ჰარმონიის პოვნაშიც გვეხმარება. როგორ გავაკეთოთ ვარჯიში სწორად? დაწექით კედელთან, უმჯობესია თუ ზურგის ქვეშ ბალიშს ამოიდებთ, ფეხები ააყუდეთ კედელზე და ხელები მაქსიმალურად გადაშალეთ გვერდებზე. შეეცადეთ დაისვენოთ. დაიწყეთ ვარჯიში ერთი წუთიდან და თანდათან გაზარდეთ დრო. ვარჯიშის მაქსიმალური დრო შვიდი წუთია. თუ შეძლებთ და ამ ვარჯიშს კედელზე აყუდების გარეშე შეასრულებთ, ორმაგ სარგებელს ნახავთ. იმ ყველაფრის გარდა, რაც ზევით ჩამოვთვალე, ასევე გააძლიერებთ მუცლის კუნთებს. უკუჩვენებები: თუ გაქვთ ხერხემლის პრობლემები ან ჰიპერტონია, ვარჯიშებს ნუ შეასრულებთ! P.S. თუ გსურთ იზრუნოთ თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე, მაშინ გაუზიარეთ ეს სტატია მათ! 189 4-ს მოსწონს
|