სხვა "ქესტუმ გრიგორიადისმა ჯერაც ვერ გაითავისა, რომ მისი შვილი ეროვნული გმირია და არც ის იცის, რომ გმირები არსად რეკავენ" - გელა ზედელაშვილი 15 აგვისტო, 16:57 "ტრ@@ში დაჭრილთა ასოციაციის თავმჯდომარე ქესტუმ გრიგორიადისი უაღრესად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საკუთარი შვილი, ლაზარე საერთოდ აღარ კითხულობს. რაც ციხიდან გამოუშვეს, ერთხელაც არ დაურეკავს. როგორც ჩანს, ქესტუმ გრიგორიადისმა ჯერაც ვერ გაითავისა, რომ მისი შვილი ეროვნული გმირია და არც ის იცის, რომ გმირები არსად რეკავენ, გმირებს იქით ურეკავენ, ოღონდ არ პასუხობენ.
ვერაფერს იზამს, ასეთი მძიმეა პოპულარული ადამიანების ბედი. მით უფრო პოპულარული გმირებისა.
ჰო, კიდე ისა... ეტყობა, ბატონი ქესტუმი ვერც იმას აცნობიერებს, რომ ლაზარე მას აღარ ეკუთვნის, იგი მთელი დინგი-დუნიის შვილია, იგი თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოა, რომლის საგმირო საქმეებზე არა მხოლოდ ევროპარლამენტის დერეფნებში, თეთრი სახლის სამზარეულოშიც კი ლაპარაკობენ.
ამან კიდე, არ მირეკავსო, არ მკითხულობსო.
სადა სცალია ან დასარეკად, ან მოსაკითხად?
ნუ გაზრდიდი, ძმაო, ეგეთ გმირსა, მაშინ მოგიკითხავდა კიდევაც, დაგირეკავდა კიდევაც და ტრაკშიც დაგჭრიდა!
რავი, ჩემ ბავშვობაში ეგეთებს თვალებში ჩახედავდნენ ხოლმე, ზოლიან ხალათს უკუღმა ჩააცმევდნენ, რაღაც აბს გადააყლაპებდნენ, რომელიმე დუნდულში ნემსს ატაკებდნენ, სიღნაღში გააქანებდნენ, ერთი-ორ დღეს დააყოვნებდნენ, კიდე გასინჯავდნენ და მერე გაჩიანში გადააგზავნიდნენ.
ეხლა ეგეთები აღარ მოსულა, ეხლა ამნაირები ხან ტელევიზორში გამოჰყავთ, ხან მიტინგებზე დაათრევენ და სიტყვასაც აძლევენ. თან ვიღაცები დგანან და დიდი გულისყურით უსმენენ.
აი, ამიტომაც იყო, რომ ჩემ ბავშვობაში ყველას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ზოგიერთი სულელი მეუბნება, შენ საბჭოთა კავშირი გენატრებაო. საბჭოთა კავშირი კი არა, ის მენატრება, ყველა თავის ადგილზე რომ იყო მომჯდარი და ბევრ უღირსს სუსი ჰქონდა ჩაწყვეტილი!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა"ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
ცნობისთვის, ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი ჩივის, რომ შვილი საერთოდ აღარ ურეკავს და არც კითხულობს. 306 1-ს მოსწონს
|