x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ის რაც ხდება, უკვე აღარაფერს ჰგავს“ - რამ აღაშფოთა შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯომარე შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დავით გარეჯთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ახლა, ნამდვილად არ მინდა, ჩვენს მეზობლებს, გავუძლიერო შეხედულება, რომ მათ წინააღმდეგ რამე მამოძრავებს, მაგრამ ის რაც ხდება დავით გარეჯში, უკვე აღარაფერს გავს.მეზობელი ქვეყნის მთავრობამ, არა მარტო პირდაპირ ვთქვათ, წაგვართვა 2018 წელს, ეს უნკალური, ქართული, ქრისტიანული, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, არამედ ახლა, როგორც ვხედავთ, იქ არქეოლოგიური გათხრებიც დაუწყია.


ამ ფონზე დუმს სულგაყიდული, ვაი–ქართული ნეოლიბერალური ელიტა, რომელიც ფინანსდება აზერ–ნავთობკომპანია “სოკარიდან”, სდუმს ოპოზიციური პოლიტ—ბიზნეს პარტიები, რომელთა ლიდერებს კუდი აქვთ გადაბმული ასევე ბაქოს, ნავთობ–ენერგო სტრუქტურებთან, გატრუნულია საპატრიარქო, რომელიც ასევე ფინანსდება სოკარის და მსგავსი სტრუქტურებისგან, ხოლო ახლა, საერთოდ დაკავებულია ოლიგარქისთვის საარჩევნო ხმების შეგროვებით.


მთავრობის ლიდერი ოლიგარქი, რომ ალიევის ბიზნეს–პარტნიორია და მის დავალებებს, მათ შორის ხალხის გატაცებაზე თბილისიდან, უსიტყვოდ ასრულებს, ამაზე საუბრით აღარ მოგაცდენთ. მოკლედ ქვეყანაში ყველაფერი ჩვენი სათქმელია, მე უნდა გავილანძღო, მტრები შევიძინო და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოსთვის ყველაფერი უნდა ავიტანოთ და ავიტანთ კიდეც. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს . —————————————-


P.S ისე ამ ბაქოელ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული კულტურა( ხოჯალი–გედაბეკის) ძველი წელთაღრიცხვის მე 13 მე 7 საუკუნეს უკავშირდება, ხოლო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს შემქმნელი ტომები კავკასიაში მოვიდნენ ახალი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნეში. ამ გვიან მოსვლაში არაფერია სამარცხვინო, ჩვენც ალბათ, ოდესღაც საიდანღაც მოვედით . მთავარია მეზობლებმა სალოცავი და ისტორია არ წავართვათ ერთმანეთს" – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.










0
271
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
271