x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სტადიონის "როკის" დაბადება - ისტორია და ევოლუცია
image

1965 წლის 15 აგვისტოს ჯგუფი The Beatles-ს კონცერტს ატარებს ნიუ-იორკის Shea Stadium-ზე, რომელსაც 60 000 მაყურებელი ესწრება, სწორედ ეს თარიღი ითვლება "სტადიონის როკის" (ასევ უწოდებენ "არენა-როკის)დაბადებად.


image

თუმცა ნამდვილი აყვავების ხანა რამდენიმე წლის შემდეგ იწყება, როდესაც 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების შუა პერიოდში, ტექნოლოგიის მიღწევებმა შესაძლებელი გახადა გამაძლიერებლებისა და ხმის სისტემების სიმძლავრის გაზრდა ხმის ხარისხის დაკარგვის გარეშე, რითაც ჰარდ როკ ჯგუფებს მისცა შესაძლებლობა გამოეყენებინათ უფრო და უფრო დიდი მოედნები.



არენა როკის დაბადება Rolling Stones-ის 1969 წლის აშშ ტურნეს უკავშირდება, The Guardian-მა ჯგუფის ტურს მე-19 ადგილი მიანიჭა " როკის ისტორიაში 50 საკვანძო მოვლენის" რეიტინგში . მანამდე, დიდი ტევადობის კონცერტებზე ყველაზე ხმამაღალ ჟღერადობასაც ხშირად ხალხის ხმა ახშობდა. ამიტომ "სტოუნსმა" იზრუნა იმაზე რომ მათ ჰქონოდათ განათება და ისეთი ხმის სისტემები, რაც მაყურებელს საშუალებას მისცემდა ენახათ და ხარისხიანად მოისმინათ მუსიკა უდიდეს არენებზე, როგორც The Guardian-ი წერდა მათმა „სცენის წინ და კულისების მიღმა დახვეწილმა კომბინირებამ საგასტროლო ბიზნესი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა“.


მიჩიგანის ქალაქ ფლინტში დაბადებულმა Grand Funk Railroad-მა, რომელმაც 1969 წლის სადებიუტო ალბომის გამოსვლისა და ქვეყნის მასშტაბით გასტროლების დროს თავი „სახალხო ჯგუფად“ გამოაცხადა, მოკლე დროში მოიზიდა დაახლოებით 125 000 მაყურებელი ჯორჯიაში და 180 000 ტეხასში.

image


ჰარდ როკმა გავლენა მოახდინა მძიმე მეტალზე და სტადიონის როკის სტილზე, აქცენტი კეთდებოდა მძლავრ ხმაზე და მძიმე ჟღერადობაზე, რომელიც დომინირებდა როკ მეინსტრიმში 70-იანი წლების ბოლოდან 80-იანი წლების დასაწყისამდე.



როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ნათქვამია, რომ შემდეგი ათწლეული, განსაკუთრებით 1980-იანი წლების ბოლოს, "მიჩნეულია ჰარდ როკის ოქროს ხანად კომერციული ეთერის თვალსაზრისით".


1970-იანი წლების მუსიკა ხშირად ასახავდა ფილოსოფიურ ინტერესებს წინა ათწლეულებთან შედარებით, ბევრი არტისტი ასევე მიისწრაფოდა უფრო ჟღერადობისკენ, რომელიც დაფუძნებული იყო ინდივიდუალიზმზე.


80-ია წლებში აქცენტი უფრო მელოდიურობაზე და შესრულებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ბევრად უფრო აგრესიული და კონფრონტაციული. მეინსტრიმ როკზე დომინირებდა ბენდები (ასევე ცნობილი როგორც "გლემ მეტალი" და "პოპ მეტალი"), სადაც მუსიკის გარდა აქცენტი კეთდებოდა ვიზუალზე. ბრჭყვიალა სამოსი მაკიაჟის ელემენტებით და დრამატული ვარცხნილობით, თვალსაჩინო ნიმუშებია Def Leppard, Mötley Crüe და Poison. მათმა პოპულარობამ უკან დაიხია ალტერნატიული როკისა და გრანჟის წარმატების შემდეგ, რომლებმაც დაიწყეს შეღწევა საზოგადოების ცნობიერებაში კიდევ უფრო აბრაზიული ხმებით, განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა Nirvana-ს წარმატებამ 1990-იანი წლების დასაწყისში.


ვებსაიტია AllMusic-ი წერდა რომ „მოდური ჰარდ როკი გახდა დეფიციტური საქონელი პოსტალტერნატიული როკის ეპოქის და გრანჟის შემდეგ, თუმცა ბევრი ჰარდ-როკ ჯგუფი წარმატებით აგრძელებდა საკულტო როკის დაკვრას. მაგალითად Bon Jovi -მ და Metallica-მ მიაღწიეს მნიშვნელოვან კომერციულ წარმატებას 1990-იან და 2000 წლებში. Nickelback-მა გამოუშვა საკუთარი წარმატებული "სტადიონის"როკ ჰიმნები.


0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0