x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
20+ ნათელი მტკიცებულება, რომ ცაციების ცხოვრება სავსეა გამოწვევებით
იცით, რომ ყოველწლიურად 13 აგვისტოს ცაციების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ? ეს დღე მიზნად ისახავს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ პრობლემებზე, რომელთაც აწყდებიან ცაციები მემარჯვენეების სამყაროში, დიზაინერების, მწარმოებლების და გამყიდველების ყურადღება გაამახვილოს ცაციების კომფორტის გათვალისწინებაზე სხვადასხვა ნივთის გამოყენებისას, გააქარწყლოს ცრურწმენები, რომელიც ცაციებს გარს ახვევია საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში, წაახალისოს სამეცნიერო კვლევები ცაციების ფენომენის შესწავლის სფეროში.



image



ჩვენს პლანეტაზე ადამიანების 15% ცაცია იბადება, ანუ ყოველი მეშვიდე ადამიანისთვის მარჯვენა ხელი პრიორიტეტული არ არის საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებისას და პირადი საჭიროებისთვის. დღეს ცაციებს ლოიალურად ეპყრობიან და მათ გადაჩვევას აღარ ცდილობენ, მაგრამ მათ ცხოვრებას მარტივს ვერ ვუწოდებთ.



ასეთ რვეულში წერა ძალიან მოუხერხებელია. მარცხენა ხელი ყოველთვის ეყრდნობა სპირალს, რომელიც კალმის დაჭერისას კანში იჭრება

image



ცაციას ჩვეულებრივი მდგომარეობა. ჭუჭყიანი ხელები, ჭუჭყიანი ფურცლები, რომლებზე წერენ


image



ცაცია მხატვრის ხელი

image



როცა კალამი მიმაგრებულია მარჯვენა მხრიდან

image



80 დონიანი დაცვა

image



საზღვარგარეთ ზოგიერთ უნივერსიტეტში საკლასო მაგიდები ზუსტად ასე გამოიყურება. ცაციებისთვის ლექციების ჩაწერა მოუხერხებელია

image



საყოფაცხოვრებო ნივთების უმეტესობა დამზადებულია მემარჯვენე ადამიანებისთვის. ასე გამოიყურება ქილა, როდესაც ცაცია კონსერვის დანით ხსნის

image



მართალია, ცაციებისთვის ინსტრუმენტები იწარმოება, მაგრამ ბევრად ძვირი ღირს. ფოტოზე მარჯვნივ - მაკრატელი ცაციასთვის.

image



ასე იყენებენ ცაციები ჩვეულებრივ მაკრატელს. პირველ რიგში, არ ჩანს ხაზი, რომლის გასწვრივ ქაღალდი ან ქსოვილი უნდა გაჭრა. მეორეც, დიდი ძალისხმევის გაღება გიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაღალდზე სქელი ნებისმიერი მასალა უბრალოდ არ იჭრება.

image



თითქოს წვრილმანია, მაგრამ მგრძნობიარე ადამიანისთვის ამას მნიშვნელობა აქვს. ხშირად ფინჯნებზე ნახატებს ბეჭდავენ მხოლოდ ერთი მხრიდან, ამიტომ ცაცია ვერ ხედავს მას, როცა იყენებს ფინჯანს დანიშნულებისამებრ.

image



აქ სხვა პრობლემაა

image



ჭიქის შიგთავსიც შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმის მიხედვით, რა მიმართულებით არის მობრუნებული სახელური. მემარჯვენეებისთვის ყავის ქაფი ქმნის ლამაზ გულს, ცაციებისთვის ...

image



ნახატი და დიზაინი წვრილმანია. რთულია იპოვო საზომი ჭიქები, რომლებშიც მარკირება იქნება ცაციასთვის საჭირო მხარეს.

image



ისევ მხოლოდ მემარჯვენეებისთვის! ზოგიერთი ჭურჭლის გამოყენება საკმაოდ რთული შეიძლება გახდეს

image



საკრედიტო ბარათის გამოყენება აბსოლუტურად მოუხერხებელია

image



ბევრი მოწყობილობა განკუთვნილია მემარჯვენეებისთვის - ჯოისტიკიდან კომპიუტერის მაუსამდე

image



ცაციას ასე უწევს ციფრების შეყვანა, თუ სჭირდება სწრაფად და ბევრი მონაცემის ბრმად შეყვანა. ზოგიერთი ცაცია ცვლის კომპიუტერის მაუსის კლავიშების ფუნქციას ან ყიდულობს სპეციალურს და მარცხენა მხრიდან სარგებლობს

image



საათის გასწორება მოუხერხებელია

image



ცაციებს ასევე უჭირთ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება, განსაკუთრებით გიტარის. ხშირად ინსტრუმენტების მარცხენამხრიანი ვერსია არ არსებობს ან გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი გიტარა. მუსიკალური ნოტების და გაკვეთილების უმეტესობა, რომლებიც ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ, მემარჯვენე გიტარისტებისთვის დაწერილია

image



რა თქმა უნდა, როცა ხარ ჯიმი ჰენდრიქსი, პოლ მაკარტნი და კურტ კობეინი, რომლებიც ასევე ცაციები იყვნენ, შეკვეთით ნებისმიერი გიტარა შეგიძლიათ დაამზადოთ. დამწყებ და ჩვეულებრივ მუსიკოსებს ასე არ გაუმართლათ

image



გადამრთველი ბერკეტი, რადიო, უკანა ხედვის სარკე და სამუხრუჭე პედალი შექმნილია მემარჯვენეებისთვის. ცაციასთვის მანქანის მართვა უფრო რთულია

image



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, როგორ გაჩნდა პაციფიკი – მშვიდობის საერთაშორისო სიმბოლო და ომის საწინააღმდეგო მოძრაობა

როგორ გამოიყურებოდნენ მოზარდები სხვადასხვა ქვეყნიდან 100 წლის წინ

20+ სახალისო ფოტო, რომლებიც აეროპორტს განსაკუთრებულ ატმოსფეროს აჩვენებენ

17 შემთხვევა, როცა ხალხმა გემრიელი კერძების ნაცვლად იმედგაცრუების ულუფა მიიღო

ირგვლივ ტყუილია – 15 მტკიცებულება, რომ ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია მარკეტოლოგებისთვის


0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
129