x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბირთვული იარაღის გამოყენების შემაკავებელი ფაქტორი უცხოპლანეტელები არიან?!

დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოპლანეტელები* ჩვენს პლანეტას, უმიზეზოდ არ სტუმრობენ. ძნელი სათქმელია, თუ რა ინტერესები ამოძრავებთ მათ. მაგრამ ფაქტია, რომ როგორც უფოლოგები ამტკიცებენ, კაცობრიობის განადგურება არ უნდათ და ყველანაირად ცდილობენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება არ მისცენ.


image


სწორედ ასე მოხდა გასული საუკუნის 40–იან წლებშიც. ისინი დედამიწაზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ამერიკელებმა ატომური ბომბი იაპონიის 2 ქალაქში ჩააგდეს. მოხდა პრეცედენტი, როცა ადამიანებს, თავიანთი გიჟური ქმედებებით, მთელი პლანეტის საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მიყვანა შეეძლოთ, რასაც ფლორის და ფაუნის უამრავი სახეობის განადგურება მოჰყვებოდა.

ამრიგად, როგორც უფოლოგები ამბობენ, როდესაც კაცობრიობა, საკუთარი ხელით განადგურების წინაშე დგება, საქმეში «ისინი» ერთვებიან. საიდან მოდიან? – უცნობია. მაგრამ, ფაქტია, რომ სწორედ მათი წყალობით, სსრ კავშირის და აშშ–ს დაპირისპირება, გლობალურ ბირთვულ კონფლიქტში არ გადაიზარდა.

როდესაც ჰაერში «დენთის» სუნი დატრიალდა, აშშ-ს ფლოტის და რამდენიმე ბირთვული ობიექტის თავზე, უცხოპლანეტელები შენიშნეს... როგორც ამბობენ, სსრ კავშირზე ბირთვული დარტყმის ბრძანება გაცემული იყო, მაგრამ ბომბის ქობებში პლუტონიუმი აღარ იყო. უცხოპლანეტელების აპარატებმა, ის ფაქტობრივად, «ამოწოვეს» და სამხედროებმა ბრძანების შესრულება ვერ შეძლეს.

ეს 1945 წელს 22 სექტემბერს მოხდა, იაპონიის კაპიტულაციის და II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკა სსრ კავშირის დამარცხებასაც აპირებდა და ამისთვის, პასკოს სამხედრო–საზღვაო ბაზაზე ბომბდამშენებიც კი მოამზადეს. მაგრამ, მოულოდნელად, ასაფრენ ბილიკზე, უზარმაზარი ობიექტი გამოჩნდა. თვითმხილველთა თქმით, ის სამი ავიამზიდის ხელა მაინც იყო...

შეშინებულ ჯარისკაცები პანიკაში ჩავარდნენ და აღარ იცოდნენ რა ექნათ. უცხოპლანეტელებმა ხომალდიდან, რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი, ნარინჯისფერ-მოვარდისფრო სხივი გამოუშვეს, რის შემდეგაც, ბირთვული მუხტი შიგთავსის გარეშე დარჩა. რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე ობიექტი ჰენფორდში გამოჩნდა, სადაც ატომური რეაქტორი მდებარეობდა.

მას შემდეგ, უფოლოგები ფიქრობენ, რომ სწორედ უცხოპლანეტელები გახდნენ, კაცობრიობის მიერ, ბირთვული იარაღის გამოყენების შემაკავებელი ფაქტორი.


* ზოგს უცხოპლანეტელების არსებობის არ სჯერა და საზოგადოებაში გამუდმებით მუსირებს კითხვა იმის შესახებ, არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები?

«ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი, ერთმნიშვნელოვნად, დადებითი უნდა იყოს! მაგრამ, ჩემი აზრით, რეალური კითხვა იმაში მდგომარეობს, საკმარისად ახლოს არიან ისინი, საიმისოდ, რომ მათი აღმოჩენა შევძლოთ? გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* სტალინის შვილმა ყველას წინაშე თქვა, თუ როგორ გარდაიცვალა ბელადი... და მას ეს არ აპატიეს

* "ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, ადამიანის ცნობიერება სხვა სამყაროში გადადის" – ამტკიცებს ამერიკელი მეცნიერი

* 15 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო სიურპრიზებით არის სავსე

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
390
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0