საქართველო
"ა ბატონო, ამხილა! ფუჰ, რომ გგონიათ, რომ "კაცები " გქვიათ!!"- რას წერს თაკო ჩრაკვიანი
14 აგვისტო, 19:46
დეპუტატი თკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთ გზად ხელისუფლების გადადგომას მიიჩნევს:
"ა ბატონო "ქოლცენტრები", ჰელსინკის კომისიამ საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი სქემა ამხილა! ვისი ყოფილა?!რა თქმა უნდა ხელისუფლების !!! აბა ქვეყანაში როგორ იარსებებს მსგავსი ცენტრი თუ ხელისუფლების არ არის და არ "კრიშავს" რუსული მართვის სტილით!!!! ფუჰ, აი ამ ცოდვიან შავ ფულს რომ ჯიბეში ჩაიდებ და რომ გგონიათ, რომ "კაცები " გქვიათ!!
და საერთოდ რა ხდება?! გაანადგურეს გელათი, ახლა "ბაღლინჯოების" -მავნე მწერების შესევის გამო დაკეტეს ხელოვნების მუზეუმი, იმიტომ რომ არაპროფესიონალს და მავნებელ წულუკიანს -“ჯალათეას” ეწირება საქართველოს განძი!!! რა უბედურებაში ჩააგდეს სახელმწიფო, ებრძვიან საქართველოს უმსხვილეს პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ლანძღავენ ევროპას- ჩვენს პარტნიორებს, აქებენ ოკუპანტს -ტერორისტად შემდგარ რუსეთს-ტერორისტად ჩამოყალიბებული ხელისუფლებით.
აქ საქართველოში, სათავეში ოლიგარქი მილიარდერია, რომელიც "ბაობაბებს" -ხეებს
დააპროწიალებს (მილიონებად შეძენილს)და ამ "პროწიალში ახმობს და ამ დროს აღჭურვილობას მოკლებულ სახანძროს, კიბის გაუმართაობის გამო ( ზუგდიდში, როგორც ღიად ისაუბრებს მეზობლებმა -თვითმხილველებმა ტვ ეთერში ) ვერ გამოჰყავთ აივანზე მდგომი ბავშვები, რომლებიც შველას ითხოვდნენ და დაიღუპნენ ტყუპები!მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბავშვები სოც დაუცველი ოჯახიდან იყვნენ და ამ დაუცველ ბავშვებს ( რომელთა 4 შვილის დედაც გაჭირვების გამო დღიურ სამუშაოზე იმყოფებოდა, შრომობდა რომ 4 შვილი გადაერჩინა და საკვები მოეტანა ) შუქი გადაუჭრეს…….( უკომენტაროდ)!!!!!!!!!
შადრევანის გაუმართაობის გამო ქალაქის ცენტრში ყველას გვახსოვს, ( შოკში იყო მთელი ქალაქი) დაიღუპა- ტრაგედია დატრიალდა პატარა გოგონა……
გვახსოვს ფეხბურთელი ქალაქის მერის მიერ, გადარჩენილი ბიჭუნასთვის ( რომელიც ასევე ტრამვირებული იყო ცხადია მომხდარის გამო) მისთვის ნაჩუქარი “კალაძის მაიკა”, ეს მორალს, ტაქტს და დროის შეგრძნებას აცდენილი ქალაქის მერის გამაოგნებელი საქციელი მართლა ყველას საზარლად დაამახსოვრდა ( ზოგიერთ ხელისუფლების მომხრესაც კი) და მაშინ ვიფიქრე, რომ ყველა ქვეყნის მომხვეჭელი გამყიდველი უბრალოდ კრეტინია, აი ასე მარტივად -უბრალოდ კრეტინი, რადგან დიდი ჭკუა და ნიჭი ამას ანუ “გამყიდველობას” არ სჭირდება, კრეტინიზმიც და მომხვეჭელობაც საკმარისია!!!!
ვინ ხართ?! რას ბედავთ ადამიანად წოდებულნო!! მოკლედ ასეა!
უნდა წახვიდეთ, დატოვოთ ხელისუფლება- ეს არის ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა !!!!!!!!!"- წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.