x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"კგბ"-ს სურვილი ასეთი იყო, ძლიერი კათალიკოსი არ უნდა ყოფილიყო"-ედუარდ შევარდნაძის უცნობი ვიდეოჩანაწერი
image

ედუარდ შევარდნაძის ეს ინტერვიუ, გერმანელ ჟურნალისტს 1997 წელს აუღია. რომელიც ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, ქვეყნის პრეზიდენტის ამ ინტერვიუს ეს კონკრეტული ტაბუდადებული ფრაგმენტი საქართველოს საეკლესიო მრევლის წინაშე, თავად "ედუარდ შევარდნაძის ცენტრმა" და ოჯახობამ, მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გახადა საჯარო.




1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, რა დროსაც, ცკ-ის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო, ახალი კათალიკოს-პატრიარქი აირჩიეს. ამ მნიშვნელოვან მოვლენას იხსენებს ედუარდ შევარდნაძე, 1997 წელს გერმანელ ჟურნალისტთან ჩაწერილ ინტერვიუში.


"მე საინტერესოდ მიმაჩნია, თავად კათალიკოს პატრიარქის კურთხევა, კომუნისტურ რეჟიმში არა მარტო რაიკომის მდივნებს და ცენტრალური კომიტეტის მდივნებს ამტკიცებდნენ, არამედ პატრიარქებსაც.(იცინის)..ეს გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ ფაქტიურად ეს ასე იყო...



საბჭოთა სტრუქტურების, არ გავშიფრავ რომელ სტრუქტურებზეა ლაპარაკი(გულისხმობს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს-КГБ)სურვილი ასეთი იყო, ძლიერი კათალიკოსი არ უნდა ყოფილიყო..მაშინ ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული მაგრამ, რაც ჩემზე იყო, მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პატრიარქი გამხდარიყო ახალგაზრდა, განათლებული და თავის ხალხზე თავდავიწყებამდე შეყვარებული."-ამბობს ედუარდ შევარდნაძე.



შეგახსენებთ, 2019 წელს გასაჯაროვდა დოკუმენტი-1983 წლის 28 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ-ში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, შესახებ მიმართა.

image

არსებობს მეორე დოკუმენტის ასლის ციფრული ვერსიაც, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს საბჭოთა სუკის (კგბ)თანამშრომლის, 1933 წელს დაბადებული ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილის ბარათს, მეტსახელად "ივერიელი".


image


1
1122
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1122
  
14 აგვისტო, 20:07
Карточка ,,ісевдоними''--- უსერიოზულესი არგუმენტია, თანაც ბრჭყალებშია ,,ფსევდონიმი'':):):)
0 1 1