საზოგადოება
"როდესაც ივანიშვილი მიხვდება, მისთვისაც ძალიან გვიან იქნება”- რას წერს მერაბ მეტრეველი
13 აგვისტო, 15:33
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"კისინჯერი თავის წიგნში "მსოფლიო წესრიგი", როდესაც "ყირიმის ომის" შემდეგ ავსტრიის პოლიტიკას მიმხოლავს, რომელიც ჩვენს ენაზე ერთი ადგილის თამაშში გამოიხატა, რაც საბოლოოდ მისთვის ცუდად დასრულდა, ასე აჯამებს:
"ავსტრია გვიან მიხვდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სანდოობა უფრო დიდი კაპიტალია, ვიდრე ტაქტიკური მოქნილობა."
ჰოდა, ეჭვი მაქვს, როდესაც ივანიშვილი იგივეს მიხვდება, მისთვისაც ძალიან გვიან იქნება."– ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.