x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს აბრალებენ ზაპოროჟიეს აეს-ში გაჩენილ ხანძარს
image

კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ მას შემდეგ, რაც კვირას საღამოს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ ობიექტზე მასიური ხანძარი გაჩნდა. ორივე მხარე აღიარებს, რომ ხანძარმა გავლენა არ მოახდინა რადიაციულ უსაფრთხოებაზე, მაგრამ ამავე დროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(აესს) მსგავსად, ისინი გვაფრთხილებენ პოტენციურ საფრთხეზე.


უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი, რომელიც რუსეთის მიერ 2022 წლიდან არის ოკუპირებული, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა გააჩინეს. ხოლო კრემლის მიერ დანიშნულმა ზაპოროჟიეს გუბერნატორმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი უკრაინის მხრიდან დაბომბვა გახდა. ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა დაიწყეს, აღნიშნავს Reuters-ი.




ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA), რომლის დამკვირვებლებიც იმყოფებიან ექვსრეაქტორიანი ქარხნის უზარმაზარ ტერიტორიაზე, აცხადებენ, რომ მათ დაინახეს ძლიერი და სქელი კვამლი, რომელიც ამოდიოდა ქარხნის ჩრდილო-დასავლეთიდან მას შემდეგ, რაც გაიგონეს "რამდენიმე აფეთქების ხმა მთელი საღამოს განმავლობაში". " .



„[დამკვირვებელთა] ჯგუფს აცნობეს, რომ სავარაუდოდ, მოხდა დრონით თავდასხმა სადგურის ერთ-ერთ გამაგრილებელ კოშკზე. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ დაადასტურა, რომ ეს არ იმოქმედებს ბირთვულ უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია «Росатом» -ის ცნობით, ძირითადი ხანძარი 23:30 საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ჩააქრეს. «Росатом»-ი ირწმუნება, რომ ორი გამაგრილებელი კოშკიდან ერთმა მიიღო „ორი პირდაპირი დარტყმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისგან", რამაც გამოიწვია ხანძარი და შიდა სტრუქტურების დაწვა“.


გამაგრილებელი კოშკი, იგივე გრადირნია-ეს არის რკინაბეტონისგან აგებული ცილინდრული ფორმის კოშკურა, რომელშიც ატომური რეაქტორების წყლით გაგრილების შემდეგ ორთქლი შედის, იქ ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედებით გრილდება და ისევ წყლის მდგომარეობაში ბრუნდება(ფოტოზე)


image



Rosatom-ის ცნობით, გამაგრილებელი კოშკის შიდა სტრუქტურებს მიაყენეს „სერიოზული ზიანი“, „ეს მოვლენა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ბირთვული ტერორიზმის აქტი“.


ამავდროულად, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განმარტა, რომ დაზიანებულია უმოქმედო გამაგრილებელი კოშკი, . უკრაინულმა "ენერგოტომმა" ასევე განაცხადა, რომ დაზიანდა გრადირნია და სხვა აღჭურვილობა.


მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, "ენერგოატომში" ამბობენ, რომ რუსეთი იყენებს ატომურ ელექტროსადგურებზე გამაგრილებელ კოშკებს სამხედრო აღჭურვილობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად და ხანძარი შესაძლოა გამოწვეული იყოს გაუფრთხილებლობით.


ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ „რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე“.


უკრაინული და რუსული მხარეები ხაზს უსვამენ, რომ ხანძარს რადიაციულ ფონზე გავლენა არ მოუხდენია.


უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყანაში რადიაციული მდგომარეობა სტაბილურია, „ექსცესები არ აღინიშნება“. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ტექნოგენური წარმოშობის რადიონუკლიდები არ არის დაფიქსირებული.


”ჯერჯერობით, რადიაციის დონე ნორმალურია, - თქვა ზელენსკიმ, -მაგრამ სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია არ იქნება და არც შეიძლება იყოს ნორმალური. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს დასაშანტაჟებლად იყენებს“.


ქარხანას აქვს ორი გამაგრილებელი კოშკი, რომლებიც განლაგებულია გამაგრილებელი აუზის ჩრდილოეთ მხარეს, ქარხნის პერიმეტრის გარეთ, მაგრამ ისინი გამოიყენებოდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დატვირთვით მუშაობის დროს.


”ცეცხლის შედეგად მიყენებული ზიანი პირდაპირ გავლენას არ ახდენს ექვსი გამორთული ბლოკის უსაფრთხოებაზე”, - ნათქვამია IAEA-ს განცხადებაში. ”თუმცა, ნებისმიერი ხანძარი ადგილზე ან მის შემოგარენში უსაფრთხოების კრიტიკული ზღვარის რისკის შემცველია.”


ოკუპირებული ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა IAEA-ს დამკვირვებლებს დაუდასტურეს, რომ არ არსებობს რადიაციის დონის გაზრდის რისკი, რადგან თავდასხმის ზონაში არ არის რადიოაქტიური მასალები, ნათქვამია განცხადებაში. რადიაციის დონის შემოწმების შემდეგ დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ ის უცვლელი დარჩა.


ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა უკრაინის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ, რომელიც მეექვსე დღეა გრძელდება.


ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, (ქვემოთ ფოტოზე)რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე ჩაიგდო ხელში. ქარხნის ექვსივე ბირთვული რეაქტორი ახლა "ცივი გამორთვის" მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს, რომ რეაქტორები გამორთულია და შენარჩუნებულია დაბალ წნევაზე.

ბოლო რეაქტორი ამ მეთოდით გაიყინა მიმდინარე წლის აპრილში.


image

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0