x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა - სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს"-დიმიტრი ხუნდაძე
image

პარტია "ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ყაზბეგელების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხყოფას ეხმიანება.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულმა ნატა ფერაძე და გია ჭანტურია მოთმინებიდან გამოიყვანა. დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ იცნობენ მოხევეებს, თუმცა მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს, ამიტომ 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, გასცემენ პასუხს.

"მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულის მაღალმა ხარისხმა გააოცა ნატა ფერაძე და მოთმინებიდან გამოიყვანა გია ჭანტურია. როგორც ჩანს, ისინი არ იცნობენ მოხევეებს, მაგრამ მერწმუნეთ, მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს.


მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად და მედგრად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, "ნაციონალური მოძრაობა" კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი.

მოხევეების ვაჟკაცობის დაწუნება, რა თქმა უნდა, მიუღებელია და 26 ოქტომბერს, ხევში, მათ კიდევ ერთხელ გასცემენ პასუხს.

მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა - სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს.“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.


შეგახსენებთ, რომ ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის მოკლე პოსტი გამოაქვეყნა:


"რეგიონებში პიზ@ეცი გვაქვს, ყაზბეგში ვარ და 95% ქოცია"


ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გია ჭანტურია დაწერა:


" ყაზბეგში ყოველთვის ასე იყო! რუსეთიც უყვართ ძალიან!"


0
645
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0