სხვა ტაშკენტის "პახტაკორი" არ დაიღუპებოდა, რომ არა ლეონიდ ბრეჟნევის რეისი - უცნობი ფაქტი საშინელი ავიაკატასტროფის შესახებ 11 აგვისტო, 12:50
ზუსტად 45 წლის წინ საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია მოხდა. 1979 წლის 11 აგვისტოს დნეპროძერჟინსკის (ახლანდელი კამენსკოე) ცაზე ორი ტუ-134 თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ამ ავიაკატასტროფას 178 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ტაშკენტის "პახტაკორის' გუნდის 17 ფეხბურთელი.დღეს შემოგთავაზებთ ამ ტრაგედიის ფარტო საზოგადოებისთვის უცნობ გარემოებებს.
1979 წელს გულშემატკივრებს საბოლოოდ გაუჩნდათ მედლების მოპოვების რეალური იმედი. გაზაფხულზე კიევიდან ჩამოვიდა ოლეგ ბაზილევიჩი, რომელიც "დინამოში" ვალერი ლობანოვსკის ასისტენტად მუშაობდა და რომელსაც ძალიან მოეწონა "პახტაკორში" შერჩეული მოთამაშეები. მწვრთნელის ამოცანა იყო აიძულებინა ნიჭიერი მოთამაშეები ეთამაშათ ორგანიზებული ფეხბურთი და შედეგისთვისაც მიეღწიათ ავიაკატასტროფის წინა დღეს "პახტაკორს" თავის არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. მე-14-დან მე-18 ტურამდე გუნდმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი ფრედ დაასრულა და ცხრა ქულა მოაგროვა (მაშინ გამარჯვებისთვის ორ ქულას აძლევდნენ). წარმატებულმა სერიამ საშუალება მისცა "პახტაკორს" სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე დაწინაურებულიყო და ლიდერთა სამუელს მიუახლოვებოდა. ბოლო შეხვედრაში გუნდმა თავის მოედანზე დამაჯერებლად დაამარცხა ლუგანსკის "ზარია" (3:1) და შესანიშნავ განწყობაზე გაემგზავრა მინსკში ადგილობრივ "დინამოსთან " სათამაშოდ. 11 აგვისტოს დილით, გუნდი ბაზაზე შეიკრიბა და ტაშკენტის აეროპორტში გაემგზავრა. ადგილობრივი დროით 11:30 საათზე აფრინდა თვითმფრინავი ტუ-134, რომელშიც 84 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის იყო 14 'პახტაკორის' ფეხბურთელი, მეორე მწვრთნელი, კლუბის ადმინისტრატორი და ექიმი. ტაშკენტის თვითმფრინავზე 20 წუთით ადრე, კიდევ ერთი ტუ-134 აფრინდა ჩელიაბინსკის აეროპორტიდან.რომელიც მიემართებოდა კიშინიოვში. ორივე რეისი პირდაპირი არ იყო: თვითმფრინავმა ფეხბურთელებთან ერთად ორი დაშვება გააკეთა: გურიევში (ახლანდელი ატირაუ) და დონეცკში, ხოლო ჩელიაბინსკის ბორტმა შუალედური დაშვება ვორონეჟში განახორციელა. თვითმფრინავები დონეცკის და ვორონეჟის აეროპორტებიდან 17 წუთის სხვაობით აფრინდნენ. მათი გზები ხარკოვის სადისპეტჩერო ცენტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიკვეთა. ტრაგედიის დილას იქ დისპეტჩერების ახალი ცვლა მოვიდა, რომელსაც სერგეი სერგეევი ხელმძღვანელობდა. მისი მეთაურობით იქ იმყოფებოდნენ 28 წლის 1-ლი კლასის დისპეტჩერი ვლადიმერ სუმსკოი და 20 წლის ნიკოლაი ჟუკოვსკი, რომელსაც მხოლოდ 2, 5 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობდა და ფაქტობრივად სტაჟიორად ითვლებოდა. სერგეევმა მუშაობა ახალგაზრდა თანამშრომელს, სუმსკოის მიანდო, თუმცა, ინსტრუქციის მიხედვით, მას ეს თავად უნდა გაეკეთებინა. ადგილობრივი დროით შუადღისას სამთავრობო თვითმფრინავი, რომელსაც ლეონიდ ბრეჟნევი გადაჰყავდა, დისპეტჩერების ზონაში მოხვდნენ, რის გამოც იგი გარკვეული დროით დაიხურა ყველა სხვა თვითმფრინავისთვის. როცა ფრენები განახლდა, სერგეევის ცვლას ერთაშად თვითმფრინავების ნამდვილი "წვიმა" დაატყდათ თავს. სტრესულ სიტუაციაში მყოფმა სტაჟიორმა ჟუკოვსკიმ ტაშკენტისა და ჩელიაბინსკის თვითმფრინავები ერთი და იმავე ეშელონზე, შეცდომით ჩათვალა, რომ ისინი ჰაერში ერთმანეთს არ გადაკვეთავდნენ, თუმცა სუმსკოიმ შენიშნა შეცდომა და შეეცადა გამოესწორებინა. ორი ტუ-134-ის გარდა, სახიფათოდ ახლოს იყო ილ-62-იც, რომელიც ტაშკენტისკენ მიემართებოდა. დისპეჩერმა ნაჩქარევად დაიწყო ბრძანებების გაცემა სამივე მიმართულებით, ცდილობდა მათ განცალკევებას სხვადასხვა სიმაღლეზე. აჩქარება იმით იყო განპირობებული, რომ კიდევ სამი თვითმფრინავი იყო მის ზონაში შემოსული და ისინი უნდა გადაენაწილებინა. სუმსკოი არ დაელოდა პასუხს ეკიპაჟებისგან, რომლებმაც ვერ გაიგეს მისი ბრძანებები, მან გაკიცხა ჟუკოვსკი და დაუბრუნდა თავის საქმეს. 13:35 და 13:38 ორივე ტუ-134 რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი, სადაც "პახტაკორის" მოთამაშეები ისხდნენ ჩელიაბინსკის რეისს რვა ათასი მეტრის სიმაღლეზე დაეჯახა და მაშინვე რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მეორე თვითმფრინავი ფრთის, კილის და ერთი ძრავის ამარა ცდილობდა ავარიული დაშვება, მაგრამ 4000 მეტრის სიმაღლეზე შტოპორით მიწას დაენარცხა. ვერავინ გადაურჩა ამ საშინელ კატასტროფას.სულ დაიღუპა 178 ადამიანი. ასევე დაგაინტერესებთ ამავე თემაზე:კიდევ ერთხელ თბილისის "დინამოს" და ავიაკატასტროფაში დაღუპული გუნდის შესახებ409 3-ს მოსწონს
|