x
image
თამილა გურაშვილი
როგორ მუშაობდა სოსო ჩხაიძე თუში მეცხვარის "გადაღებისას
image
“თუშ მეცხვარეზე" მუშაობის ხანა ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და აზრიანი პერიოდია. საკუთარი თავიც ამ ფილმზე მუშაობისას უფრო კარგი და საინტერესო მეჩვენებოდა.


მასალის დამუშავება როდესაც დავიწყეთ, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. თუშეთის შესწავლას რამდენიმე წელი მოვანდომე. ვეცნობოდი ხალხს, მათ ცხოვრებას, ხასიათებს, სიტუაციებს, ყველა წვრილმანსა და დეტალს.


ფილმის სცენარის რამდენიმე ვარიანტი გაკეთდა (ავტორები: ვალერიან სულაკაური, ამირან ჭიჭინაძე, დევი ივანოვ-ჩიქოვანი), რამდენჯერმე გადამუშავდა, მაგრამ საბოლოოდ დამტკიცებული სცენარითაც ვერ დავიწყეთ ფილმის გადაღება.


მხატვარ ვახტანგ რურუასთან ერთად ვაკეთებდი თითოეული ეპიზოდის კადრირებას. სწორედ სცენარი, მონტაჟი, ქაღალდზე მაშინვე ამ კადრირების დროს ზუსტდებოდა, ჩანდა ყოველი ახალი ფრაზისა და დეტალის ავ-კარგი და საჭიროება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გადაღება, რომელიც ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი პროცესია. გადაღება უკვე შემოქმედებას ნიშნავს და საოცრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ჩემთვის დიდი შრომის, დიდი მზადების შედეგად მიღებული სიხარული და ნეტარებაა.



“ცხვარს არ ეღალატებაო" - გვეუბნებოდნენ მეცხვარეები. გადაღებაზე მოსასვლელად ძალას ხომ ვერ დავატანდით. მერე, როცა წვიმაში, ქარსა და თოვლში უღელტეხილზე გადასვლისას, თავიანთ გვერდით გვიგულეს, გვენდნენ, ჩვემი საქმისადმი პატივისცემით განიმსჭვალნენ. ფილმის პირველი მასალის ნახვის შემდეგ ასეთი სიტყვები შემოიღეს: “ფილმს არ ეღალატებაო".


თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ფილმში მთავარ როლებს თავად მეცხვარეები შეასრულებდნენ, მხოლოდ ერთი პროფესიონალი მსახიობია - ირაკლი ხიზანიშვილი.


მასალის შეგროვების პროცესიდანვე შევეთვისე და შევეჩვიე ჩემი ფილმის გმირებს და დღეს ისინი ჩემი უახლოესი ადამიანები არიან. ჩვენი ურთიერთობა გრძელდება და ასევე გაგრძელება..." - სოსო ჩხაიძე...



ჟურნალისტი: ნინო ნატროშვი

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0