x
მეტი
  • 12.08.2024
  • სტატია:136499
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510770
იგრძენი თავი დეტექტივად – 3 თავსატეხი (პასუხები აქვს)

მოგწონთ დეტექტიური წიგნები და სერიალები? გსურთ ერთხელ მაინც იყოთ მთავარი დეტექტივის გმირების ადგილზე?.. პასუხი თუ დადებითია, მაშინ თქვენ, ამის შესაძლებლობა გაქვთ. შეეცადეთ, ქვემოთ მოცემული თავსატეხები ამოხსნათ და თავი ნამდვილ დეტექტივად იგრძნოთ:


"იუველირის საქმე"


იუველირმა კომპრესი მარჯვენა საფეთქელთან მიდო და ინსპექტორს, რაც მოხდა, უამბო:

– კლიენტი რესპექტაბელურად გამოიყურებოდა: კარგად ჩაცმული, შუახნის მამაკაცი იყო. მას სათვალე ეკეთა და მარჯვენა ხელში ხელჯოხი ეჭირა. მდიდარი კომერსანტის გარეგნობა ჰქონდა. მას რამდენიმე, ძვირფასთვლიანი ბეჭდის არჩევა უნდოდა. ბალიშებზე რამდენიმე ნიმუში ამოვიღე და კლიენტმა მათი დათვალიერება დაიწყო... რაღაც მომენტში, მას ხელში რევოლვერი გაუჩნდა. ის პირდაპირ ჩემკენ მომართა, თავი დამიმიზნა და მიბრძანა, – არ გავნძრეულიყავი. შემდეგ, ჯოხი მოიქნია და თავში ჩამარტყა. ძირს დავვარდი და გარკვეული პერიოდით გონება დავკარგე. როდესაც აზრზე მოვედი, დავინახე, მაღაზიიდან როგორ გადიოდა. ვიდრე გასასვლელამდე მივედი, ის უკვე შორს იყო. ბეჭდები კი, რა თქმა უნდა, დაიკარგა...

– კარგად იყო დაზღვეული? – ჰკითხა ინსპექტორმა.

– რა თქმა უნდა. თუ ვერ იპოვეთ, ზარალს სადაზღვევო კომპანია ამინაზღაურებს.

– მაგაში ეჭვი არ მეპარება, – თქვა ინსპექტორმა. – მაგრამ, ვფიქრობ რომ, დაზღვევის მისაღებად, ეს ისტორია მოიგონეთ. ხოლო, ძვირფასი ნივთები, სინამდვილეში გადამალეთ. «დაყაჩაღების» ამბავი კი, საკმარისად დამაჯერებელი არ გამოვიდა.


რა შეცდომა დაუშვა დაზარალებულმა და რატომ არ დაუჯერა ინსპექტორმა?


image


პასუხი:


ყველაფერი ისე რომ ყოფილიყო, როგორც იუველირმა თქვა, მას კომპრესი მარცხენა საფეთქელთან უნდა მიედო, რადგან მარჯვენა საფეთქელთან დარტყმას, რევოლვერიანი ხელი შეუშლიდა ხელს.


აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ თავსატეხს, რომელიც ბევრს აბნევს:

ოჯახურ ფოტოზე 1 ბებია, 1 ბაბუა, 2 მამა, 2 დედა, 5 ბავშვი, 4 შვილიშვილი, 2 და, 2 ძმა, 3 ვაჟი, 2 ქალიშვილი, 1 მამამთილი, 1 დედამთილი, 1 რძალი იყო. ყველაზე მცირე, რამდენი ადამიანი შეიძლება ფოტოზე იყოს?

თქვენც რომ არ დაიბნეთ და თავსატეხის ამოხსნა გაგიმარტივდეთ, შეგიძლიათ ვიზუალური სქემა შეადგინოთ.


image


პასუხი: ფოტოსურათზე, სულ მცირე, 8 ადამიანი არის:

ოთხი ბავშვი (ორი ბიჭი და ორი გოგონა), მათი დედა და მამა, ასევე ბებია და ბაბუა (მამის მშობლები), რომლებიც ბავშვების დედისთვის, ანუ რძლისთვის, დედამთილ–მამამთილი არიან. 5 შვილი — 4 დედას და მამას ჰყავთ, ხოლო კიდევ ერთი ბებია–ბაბუას შვილი და ბავშვების მამა არის. შესაბამისად, 3 ვაჟი — მამის 2 ვაჟი და ბებია–ბაბუას ვაჟი.


და კიდევ, ერთი თავსატეხი – ფოტო, რომელმაც მთელი ინტერნეტი დააფიქრა. კარგად დააკვირდით ნახატს და მხატვრის მიერ დაშვებული შეცდომა აღმოაჩინეთ:


image


image


პასუხი: დააკვირდით კარს. კარის ანჯამები არასწორად არის დაყენებული — ის იმავე მხარესაა, რომელზეც სახელური. ასეთი კარის გაღება, შეუძლებელი იქნება.


image


image

არხის სხვა სიახლეები:

* 15 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო სიურპრიზებით არის სავსე

* 5 უჩვეულო ფაქტი თავის ტვინის შესახებ, რომლის ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ

* 40–იან წლებში ომი გარდაუვალი იყო... გერმანია რომ არა, საბჭოთა კავშირზე თავდასხმას, სხვები აპირებდნენ

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0