საზოგადოება "არასოდეს არ დამიწერია უარყოფითი კომენტარი... არ დავცინი არავის და არ ვერევი არავის ცხოვრებაში" - გია ჯაჯანიძე 12 აგვისტო, 12:56 "რაც სოციალური ქსელის მომხმარებელი გავხდი, არასოდეს არ დამიწერია უარყოფითი კომენტარი, არც არავინ გამიკრიტიკებია. არ გამომითქვამს უარყოფითი აზრი, არც ერთ ცუდ კომენტარზე არ გამიცია პასუხი. კარგად მაქვს გააზრებული, რა მოაქვს ადამიანისთვის უარყოფით ემოციას, გულის ტკენას და უარყოფოთ დამოკიდებულებას, უფრო მეტიც, თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც საშინელ აგრესიაში არიან, პირიქით, არ მინდა უფრო მეტად გავაღიზიანო და აგრესიაში ჩავაგდო, რადგან კარგად ვიცი, რაც არ უნდა ავუხსნა, აგრესიულ ადამიანს, მაინც ვერ გაიგებს, ვუფრთხილდები ნერვებს და ვუფრთხილდები მათ, რომ კიდე უფრო არ გავაღიზიანო. არასოდეს აზრს არ გამოვთქვამ არავიზე, რადგან არავინ მეკითხება სხვის ცხოვრებას, სხვის ქმედებას და სხვის საქციელს. მე პასუხს ვაგებ ჩემს ქმედებაზე, ჩემს საქციელზე და დამოკიდებულებაზე. ყველამ რომ თავის თავს მიხედოს, იდეალურად იქნება ყველაფერი. ჩემი თავისუფლება ჩემშია და არ განვიხილავ არავის, საკუთარი თავის გარდა. არ დავცინი არავის და არ ვერევი არავის ცხოვრებაში. ვიცი, როცა სხვას ვეხები, მისი უარყოფითი ველი და ენერგია გადმოვა ჩემზე, ამიტომ ვიცავ საკუთარ თავს და საკუთარ თავისუფლებას. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცას მიაღწია, ამით იკმაყოფილებს საკუთარ ეგოს. რაც უფრო ბევრ სიკეთეს აკეთებ, გიყვარს ბევი ადამიანი და უყვარხარ ბევრს, მით უფრო ღირებული და ღირსეული ხარ. მე თამამი ვარ, მორიდებული, თავისუფალი, მკაცრი, გულჩვილი, ერთგული და მოსიყვარულე", - წერს გიორგი ჯაჯანიძე. 126 2-ს მოსწონს
|