საქართველო
"პირველი მილიონი რომ იშოვა.... "- შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილზე
8 აგვისტო, 15:49
ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირველი მილიონით 9 აპრილის მთავარ ჯალათად წოდებულ გენერალ ლებედის საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა, მისივე თქმით სწორედ ივანიშვილი გახლდათ მისი შტაბის უფროსი და ცენტრალურ ოფისად მოსკოვში მდებარე საკუთარი "როსკრედიტბანკის" შენობაც კი გამოუყო:
"როგორ დაგადებილათ ამ კაცმა ხალხო? პირველი მილიონი რომ იშოვა 1995 წელს, 9 აპრილის ჯალათი, გენერალ ლებედის საპრეზიდენტო—-საარჩევნო კამპანია დააფინანსა, თვითონ იყი მისი შტაბის უფროსი და ცენტრალურ ოფისად საკუთარო “როსკრედიტბანკის”. შენობა გამოუყო მოსკოვში", - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.