მილანის მოდის კვირეულზე მომავალი შემოდგომის კოლექციები წარმოადგინეს Alberta Feretti, Blugirl, Ermanno Scervino, Prada, Fendi-მ.
ალბერტა ფერეტის ახალი კოლექცია უფრო მკაცრი აღმოჩნდა, ვიდრე ეროტიული. გამჭვირვალე კაბები და ბლუზები მეტად ქალური და ნაზი, მაგრამ არა აგრესიული გახლდათ.
Blugirl-ის კოლექცია რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა-დაწყებული ფერადი, ახალგაზრდული სამოსით და ქათქათა ბეწვის ქურქებით და ჩექმებით დამთავრებული.
Ermanno Scervino მკაცრი სამხედრო სტილი საკმაოდ დახვეწილი და მიმზიდველი გახლდათ,
Fendi-ს კოლექცია ფუშფუშა მხრების და განიერი ქამრებით იყო გაფორმებული.
Prada არ ღალატობს თავის ნახატებიან და ჭრელ ქსოვილებს.