x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
"ო ეეე! რას ბედავთ? მანიაკები ხართ?!"- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო გადაყვანასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და მათ გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ექს- პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივამედში" პალატა შეუცვალეს და ახლა ის სრულ იზოლაციაში იმყოფება.


"ხელისუფლებავ!!!


ო ეეე! რა გადაყვანა ! რას კადრულობთ, ან რას ბედავთ?! მანიაკები ხართ?! სამარცხვინო, საშვილიშვილოდ სამარცხვინო ამბავია ასე ანადგურებდეთ პრეზიდენტს!!!!!"- წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ეჭვობს რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კლინიკაში მყოფ მესამე პრეზიდენტს საპატიმროში დააბრუნებს. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა რაც მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივამედში" პალატა შეუცვალეს და ახლა ის სრულ იზოლაციაში იმყოფება. ოჯახის თქმით, ახალ პალატაში შესაბამისი პირობები არ არის.


"სამუშაო საათები რომ ამოიწურა და ჩემ შვილთან წვდომა აღარავის ექნებოდა, მომდევნო დღეებიც შაბათ-კვირა იყო, დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში, სასტუმროს უწოდებენ იმ ნაწილს. იქ მერვე სართულზე მოათავსეს. აღმოჩნდა რომ ტელევიზორიც არ აქვს, თუმცა დაპირება იყო, რომ ყველაფერი იგივე უნდა ჰქონოდა, ემატებოდა კიდევ რაღაც სავარჯიშოები, რომელიც ექიმების რეკომენდაციით იყო. იქ არც ეს სავარჯიშოებია." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩენს ეჭვს, რომ შემდეგი ნაბიჯი მესამე პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იქნება. მათი თქმით, ადგილი სადაც ამჯერად სააკაშვილი იმყოფება არც შესაბამისად დაცული არაა. სააკაშვილის მხარდამჭერები განმარტებებს იუსტიციის მინისტრისგან ითხოვენ.








0
315
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
315