x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"საპასპორტო კონტროლი ვერ გავიარე, აღმოჩნდა რომ ჩემზე საქმეა აღძრული„ - დავით ქაცარავა

image

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


დღეს დილით, 17 მაისს, 04.40 მივფრინავდი ესპანეთში, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საპასპორტო კონტროლი ვერ გავიარე, არ გამატარეს, მითხრეს რომ ძველი თბილისის პოლიცია არ გიშვებსო.?????????
სამწუხაროდ, კონკრეტული მიზეზი ვერავინ დამისახელა თუ რატომ მოხდა ჩემი რეისიდან მოხსნა. სიმართლე გითხრათ, ეს მიზეზი ჩემთვის ჯერაც უცნობია.
რეისიდან ჩემი მოხსნის შემდეგ, რაც მერწმუნეთ ძალიან არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, გადავწყვიტე ძველი თბილისის პოლიციაში მისვლა.
ოპერატიულად მიპასუხა 112 და 126 მა, მაგრამ სიტუაცია ამით არ განიმუხტა.
აეროპორტიდან მივედი პირდაპირ ძველი თბილისის პოლიციაში, სადაც მხოლოდ მორიგესთან მომიწია კომუნიკაცია.
ჩემი მეგობრების საშუალებით მოვიპოვე პასუხისმგებელი პირების ნომრები და ერთ ერთი დილის 6 საათზე გავაღვიძე.
ავუხსენი საქმის ვითარება და როდესაც მან თავის მხრივ გაარკვია თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, აღმოჩნდა რომ ჩემზე საქმეა აღძრული. და თურმე მე ალბათ უნდა ვხვდებოდე რაზეც..
მე ამ წუთასაც ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს რაზეა აღძრული საქმე. მე წარმოდენა არ მაქვს, რომელი დილეტანტი გამომძიებელი იძიებს საქმეს. რატომ დილეტანტი??? იმიტომ რომ მან არ ჩამაყენა საქმის კურსში რომ ჩემზე საქმეა აღძრული, იმიტომ რომ მან უკანონოდ შემიზღუდა გადაადგილება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არავის აქვს უფლება შეუზღუდოს გადაადგილება ფიზიკურ პირს. მან თავისი არაპროფესიონალიზმით მომაყენა ფინანსური და მორალური ზარალი, მან შელახა ჩემი რეპუტაცია. მან ჩაიდინა კრიმინალი და ის პასუხს აგებს თავის საქციელზე!!!!მე საქმის კურსში ჩავაყენე გენ.ინსპექცია და ამ ვაი გამომძიებელს მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან მძაფრ კითხვებზე!!!როგორც კი დავბრუნდები შეჯიბრიდან, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს და იქ გავიცნობ ამ დილეტანტ გამომძიებელს, ან შეიძლება მანამდე ძველი თბილისის პოლიციაში.
როგორც პოლიციის წარმომადგენელი დამპირდა, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ამიხსნიან რა ხდება ჩემს თავს. ჯერჯერობით კი მიშვებენ.
მე მაინც წავალ დღეს შეჯიბრზე, მადლობა ჩემს ემიგრანტ მეგობრებს დახმარებისთვის, ძვირადღირებულ ბილეთს მჩუქნიან და მომეცემა შესაძლებლობა შევუერთდე გუნდს!
ძალა ერთობაშია!!!!image


ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - იდეალური და სრულყოფილი საუზმე მუცლის ცხიმის გასანადგურებლად!

2 - მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ამ კაცის მომავალი საოცრად წარიმართა

3 - კაცმა სანაპიროზე აყროლებული ქვა იპოვა, რომელიც 200 000$ ღირს

4 - 10 სასარგბლო ხრიკი საკვებთან იდეალური კომუნიკაციისათვის! თითოეული მათგანი პრაქტიკაში მრავალჯერ გამოყენებულია

5 - დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი სარეცხის მანქანაში მოთავსებულ ტანსაცმელს და შედეგი გაგაოცებთ!

1
773
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
773
  
2018, 18 მაისი, 18:51
გამომძიებელი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გააგზავნიდა თქვენთვის გადაადგილების შეზღუდვის დადგენილებას, სხვაგვარად საზღვრის დაცვის პოლიცია ვერ შეგაფერხებდათ საზღვარზე.
ტყუილად ნუ ამცირებთ გამომძიებელს.
0 1 1