x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლა გეუბნებით: ფრთხილად, ისე არ ვიტყვი არასდროს!"– რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საზოგადოებას მოუწოდებს იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უფრთხილდნენ, რომლებიც განახლებულ, ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას" სატელევიზიო ეთერების საშუალებით გამუდმებით ლანძღავენ:



"მოკლედ: “რუსი” ბურჯანაძით დავიწყე და ამ “პუტინკას” ნამოქმედარის ლუსტრაციას ვეწეოდი და ფაქტებს ვდებდი მხოლოდ, მხოლოდ ფაქტებს!! მას მივაყოლე ბოკერია - ჩერგო, მელია, აქაც მხოლოდ მათი "ნაღვაწის" (მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით) გამომზეურებით, რადგან მიზანმიმართულად ანგრევდნენ პროცესს და დღეს პოლიტ სანაგვეზე არიან . დიახ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს ზუსტად აფასებს.ცოტა გაიწმინდა თითქოს ეს 30 წლიანი მოჯადოებული პოლიტ ველი, ამ ფეიკ- ტიპების თაღლითობისგან და ღალატისგან …..

ჰოდა, ახლა გეუბნებით: უფრთხილდით ადამიანებო ახალ ოლიგარქებს -თავისი “შორტებიანი ოქტომბრელის " რეინკარნაციას რომ ჰგავს, ზოგიერთს ვგულისხმობ ცხადია )....... ფრთხილად ბატონებო ფრთხილად, ივანიშვილს არ სძინავს, მას დიდი ქსელი აქვს და ახლა ეს შეუიარაღებული თვალითაც ჩანს, “ისინი” შემთხვევით არ ლანძღავენ ტვ ეთერით ( ყოველ დღე) განახლებულ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ნაც მოძრაობას, ეს შემთხვევითი არ არის!!!!!

მორატორიუმიო და 24 საათი სააკაშვილის ლანძღვაში და ნაც მოძრაობის ლანძღვაში არიან, “ჩვენზე არაფერი თქვათო” -“ამათ” ასე ესმით მორატორიუმი, ხოლო ჩვენ ტალახის სროლას არ შევწყვეტთო! ჰოდა ახალ რაღაც “გეგმასთან” ფრთხილად, მითქვამს მე, ბიძინას გეგმა ჰქვია მაგ გეგმას. ისე არ ვიტყვი არასდროს !

ან მართლა მორატორიუმი ერთად ერთიანობით, ან ვინც ურტყამთ ახლა მსხვილ დასავლურ პარტიას ბიძინას თამაშს თამაშობთ და არავინ ტყუვდება !!!!!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.




0
334
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
334