x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადები?
კომუნალური მომსახურების ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. ინფლაციის, უმუშევრობისა და ხელფასების გათვალისწინებით ალბათ დროა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევამციროთ გადასახადები.



image



დღევანდელ სტატიაში გასწავლით კომუნალური გადასახადების დაზოგვის ყველაზე მარტივ, გონივრულ და ეფექტურ გზას.




როგორ დავზოგოთ წყლის გადასახადი?




image




1. პირველი პუნქტი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, არის მრიცხველი. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ წყალზე მრიცხველი, მინდა იცოდეთ, რომ 2-3-ჯერ მეტს იხდით (გამომდინარე ოჯახში ჩაწერილი სულადობიდან), ვიდრე სინამდვილეში მოიხმართ. ამიტომ, თუ არის ამის შესაძლებლობა, დააყენეთ მრიცხველი.



2.
შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს წყალი უნიტაზის ჩამრეცხი ავზიდან, ონკანიდან და სხვა სველი წერტილებიდან, რადგან ტყუილად დაღვრილი წყალი დღეში ათეულობით ლიტრს შეადგენს, რაც თვის ბოლოს კარგად გაზრდილი გადასახადია.



3.
კბილების გახეხვის პროცესში დაკეტეთ ონკანი. როდესაც კბილებს იხეხავთ და ამ რამდენიმე წუთით წყალი მოედინება, თვეში 500-600 მლ წყალს ტყუილად ღვრით (ეს რაოდენობა მხოლოდ ერთ კაცზეა).




P.S. თუ არ გაქვთ მრიცხველი, დაზოგვას აზრი არ აქვს.






როგორ დავზოგოთ გათბობის გადასახადი?


image


1. პირველ რიგში რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის კარებისა და ფანჯრის ღრეჩოების (ხვრელების) ამოვსება. თუ სიცივის ნაკადს ფანჯრის ძველი ჩარჩოები და კარის ღრეჩო ადვილად ატარებს, აუცილებლად ამოლუქეთ ის. ასე დაზოგავთ 10-15%-ს. (დღეს, ძალიან ბევრი მასალა გვაქვს, რაც დაგეხმარებათ სივრცეების ამოვსებაში)



2. სახლის შესანიავებლად არ არის საჭირო ცივ ზამთარში აივნის კარი თუ ოთახის ფანჯრები მთლიანად გამოაღოთ, მცირე სარკმლის შეღებითაც მოხდება სუფთა ჰაერის შემოდინება და ოთახი საჭირო რაოდენობის ჟანგბადით აივსება. გაყინული ოთახის ახლიდან ჩათბობას გაცილებით მეტი სითბო დაჭირდება, მსგავსი შემთხვევებით კი უფრო გაზრდით გადასახადს.






როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია?


image


1. გამოიყენეთ ენერგიის დამზოგავი ნათურები, რომლებიც 50-დან 80%-მდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ჩვეუელებრივი ნათურები.



2. თუ რეგულარულად გავიწყდებათ სინათლის ჩაქრობა, როდესაც ოთახიდან ან სახლიდან გადიხართ, უმჯობესია დაამონტაჟოთ სენსორული ნათურები, რაც ჯამში იმაზე იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე თქვენი გულმავიწყობის გამო თვის მანძილზე დახარჯული ენერგიის საფასურია.



3. მაცივარი არ უნდა იდგას გამათბობელთან ან მზესთან ახლოს, რადგან ასე ის მეტ ენერგიას მოიხმარს და ჯამში კიდევ 15-20%-ით მეტის გადახდა გიწევთ თვის ბოლოს.



4. უმჯობესია თუ წყალს აადუღებთ გაზქურაზე და არა ელექტრო ჩაიდანით, რადგან ეს კიდევ გაზრდის თქვენს კომუნალურებს.



5. როდესაც რაიმეს აცხობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ გამორთვის შემდეგ ღუმელი 10-15 წუთის მანძილზე, კიდევ ცხელია. ამიტომ, შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ პურის გასახუხად, სადილის შესათბობად და ა, შ.



6. გახსოვდეთ, ძილის რეჟიმში დარჩენილი მოწყობილობა ჩვეულებრივ ხარჯავს ელექტროენერგიას.






როგორ დავზოგოთ გაზის გადასახადი?


image


1. თუ ფიქრობთ, რომ ძალიან მაღალ ცეცხლზე სადილს უფრო მალე გააკეთებთ, ძალიან ცდებით. გაზქურის ცეცხლის ზომა არ უნდა სცილდებოდეს ქვაბის (ტაფის) ძირს, რადგან ასე არა მარტო აფუჭებთ ჭურჭელს, ასევე ტყუილად ხარჯავთ გაზს, რაც ზრდის გადასახადს. ასე, რომ დაუკელით გაზის სიმძლავრეს, თუ ხედავთ, რომ ცეცხლი ქვაბის ძირიდან ბევრად დიდზე ანთია.






იხილეთ აგრეთვე:




როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადები ორჯერ? გაითვალისწინეთ!image






თუ თქვენი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები სიცივეს ატარებს, ეს აუცილებლად გამოგადგებათimage







5 მოწყობილობა, რომლებიც ელექტრო ენერგიას გამორთულ რეჟიმშიც წვავს. ეს უნდა იცოდეთ!image



0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0