საზოგადოება "ასეთი სამარცხვინო საქციელი მართლა დიდი ხანია არ მინახავს"- რამ აღაშფოთა მერაბ მეტრეველი 6 აგვისტო, 18:17
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გუშინ, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "პირველი არხის "მიერ პრეზიდენტისთვის ღია ბოიკოტის გამოცხადებას "სამარცხვინო საქციელს" უწოდებს:
"პრეზიდენტის გუშინდელი ნათქვამი კიდევ არ ამომდის გონებიდან.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიშას დროს ხომ საამრცხვინო ტელევიზია იყო და ბიძინას დროს კიდევ უფრო სამრცხვინო გამხადარა.
წამროდიგინეთ, ქვეყნის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს, ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეპატიჟება და ის არ მიდის… მერე ექსკლუზიური ინტერვიუს მიცემას სთავაზობს და ის უარს ამბობს (წერმოგიდგენიათ ტეელვიზია, რომელიც პრეზიდენტის ექსკლუზივზე უარს იტყვის?), მერე კიდევ მეორე პრესკონფერენციაზე ეპატიჟება და ისევ არ მიდიან.
ანუ ქვეყნის საზოგგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებს.
იმავეს აკეთებს „იმედი“ და „რ2“. პრეზიდენტმა გუშინ თქვა, კარგი ისინი კერძო მაუწყებელები არინაო, მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე, კერძო მედიასაც მოეთხოვება მინიმალური სტანდარტების დაცვა და მათი საქციელიც სამრცხვინოა, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად მეტი პრეტენზია საზოგადოებრივ მაუწყებელთან უნდა გვქონდეს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და ერთ პარტიას, უფრო ზუსტად, ერთი კაცის ახირებებს ემსახურება – უარს ამბობს პრეზიდენტთან მისვალზე, რადგან ის ერთი კაცი და პარტია მას პრეზიდენტად არ აღაირებს.
ასეთი სამარცხვინო საქციელი მართლა დიდი ხანია არ მინახავს. :("– წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა მიერ დასმულ კითხვებსაც ის პასუხს პირდაპირ ეთერში სცემდა. როგორც ცნობილია პრესკონფერენციას "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ ესწრებოდა. პრეზიდენტის განცხადებით, მან "პირველი არხისგან" უარი უკვე მესამეჯერ მიიღო.
"სამწუხაროა, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ ვიტყვი, რომ ორი არხი არ ესწრება – მათი გადაწყვეტილებაა. აბსოლოტურად ყველა იყო დაპატიჟებული. [..] საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში.
ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ არ იქნებოდა ყველასთვის ღია ფორმატი. მეორეჯერ – ცალკე ინტერვიუე. მესამეჯერ, დღეს, რომელიც არის საყოველთაო ფორმატი… სამივეჯერ უარი მივიღეთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|