x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოგვიდგინონ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ რეალურად ჩვენი წინაპრები და საუკუნეების წინ მცხოვრები ისტორიული პირები- ანთროპოლოგების საყვარელი საქმიანობაა. უწინ არ არსებობდა პირობა გვქონოდა ზუსტი კომპოზიცია, თუ როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული პიროვნება, თუმცა დღეს სწორედ ანთროპოლოგების დამსახურებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა საზოგადოებას გაუმხილეს საკუთარი ახალი ხედვა, ხარისხის შესაბამისობაში კი რამდენად მოდის, ვინ იცის. ამბობენ, ნამდვილი შედეგებია ისინი და ხშირად რეკონსტრუქციული სულაც არ გავს იმ წარმოსახვითს, რომელიც გაგვაჩნია.



image


მოდით, ვნახოთ თუ როგორ გამოიყურებოდნენ სინამდვილეში ის ისტორიული პირები, რომელთა გარეგნობაზე სულ სხვა წარმოდგენა გვქონდა.



1. ნეფერტიტი, ფარაონ ტუტანჰამონის დედა, არაა გამორიცხული, რომ სწორედ ასე გამოიყურებოდა. 2003 წელს ეგვიპტოლოგმა Joann Fletcher-მა მოახდინა იდენტიფიკაცია, რომ მუმია KV35YL ანუ ნეფერტიტი, ეხნატონის დინასტიის მე-XVIII ფარაონის მეუღლე იყო. თუმცა, 2010 წლის დნმ-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაშთები არ ეკუთვნის ნეფერტიტს, ის იყო იმ ფარაონის სხვა მეუღლის ან ნეფერტიტის დის. ფაქტი კი ერთია, ის არა ეხნატონის დინასტიის ფარაონის მეუღლე, არამედ სხვა, სმენხკარის ფარაონის მეუღლე და ნამდვილად ტუტანჰამონის დედა იყო, რასაც ეგვიპტოლოგები სავსებით ეთანხმებიან.image






2. ბრიტანელმა მეცნიერებმა ვირტუალური გაკვეთის შედეგად ახალი სამეფო დინასტიის ფარაონის- ტუტანჰამონის იმიჯი გაარკვიეს, რომელიც მართავდა ეგვიპტეს ჩვ.წ-მდე 1323-1332 წლებში. მეცნიერები თვლიან, რომ ტუტანჰამონი გენეტიკური დაავადებითა და ასევე მალარიით იყო დაავადებული და სწორედ ეს გამხდარა მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი: ფარაონი გარდაიცვალა 19 წლის ასაკში.


მეცნიერების თქმით, დასავლეთ ევროპაში მცხოვრები კაცების ნახევარი ეგვიპტის ფარაონების, განსაკუთრებით, ტუტანხამონის ნათესავები არიან. ძველი ეგვიპტის მმართველისა და ევროპელი კაცების R1b1a2 ჰაპლოჯგუფის საერთო წინაპარი კავკასიაში დაასახლდა დაახლოებით 9, 5 ათასი წლის წინ.image





3. პავლე მოციქული- უდიდესი ფიგურა მსოფლიო ისტორიაში, ახალი აღთქმისა და ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. წმინდა პავლე ჩვ.წ-მდე 5-67 წლებში ცხოვრობდა, რომელმაც შექმნა უამრავი ქრისტიანული თემა მცირე აზიასა და ბალკანეთში. 2009 წელს, პირველად ისტორიაში, სამეცნიერო კვლევა ჩატარდა სარკოფაგების მკვლევართა გუნდის მიერ. რომის ტაძრის Saint Paul Outside the Walls-ის საკურთხევლის ქვეშ აღმოაჩინეს სამარხი, სადაც იპოვეს ძვლის ფრაგმენტები. 14 ექსპერტის მიერ ჩატარებული ნახშირბადის კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ისინი ეკუთვნის I - II-ე საუკუნეში მცხოვრებ მამაკაცს- პავლე მოციქულს, რაც უდავო დასტურია.image





4. 2012 წლის შემოდგომაზე, ლესტერში, ავტოსადგომის ქვეშ, ნაშთების რეკონსტრუქციის შედეგად აღმოაჩინეს მეფე რიჩარდ III-ის სამარხი. ინგლისში, სამეფო ტახტი პლანტაგენეტების უკანასკნელი მეფე რიჩარდ მე- III, ქვეყანას 1483-1485 წლებში მართავდა. ცოტაოდენი ხნის წინ დადგინდა, რომ იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. სიჩქარეში მეფეს დაუკარგავს მუზარადი, რის გამოც მიიღო თერთმეტი სასიკვდილო ჭრილობა, აქედან ცხრა მათგანი თავში. სწორედ სამეფო ტახტის გამო Henry Tudor -ის წინააღმდეგ ბოსფორტის ბრძოლის დროს დაიღუპა მეფე რიჩარდი. Henry Tudor-ი კი მოგვიანებით მეფე ჰენრი მე-VII სახელით გახდა ცნობილი.image





5. მსოფლიოს შუა საუკუნეების მსოფლმხედველისა და ჰელიოცენტრული სურათის შემქმნელის ნიკოლაი კოპერნიკის ნეშტი, 2005 წელს აღმოაჩინეს ფრომბორკის საკათედრო ტაძარში (ახლანდელი პოლონეთი). ვარშავაში, სასამართლო ექსპერტიზის ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩატარდა სახის კომპიუტერული რეკონსტრუქცია.image





6. 2008 წელს, შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა ქეროლაინ ვილკინსონმა რეკონსტრუქცია გაუკეთა XVIII -ე საუკუნის გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორის- იოჰან სებასტიან ბახის სახეს. მისი ნაშთების ექსჰუმაცია (ამოთხრა, ამოღება) მოხდა 1894 წელს, ხოლო 1908 წელს მოქანდაკეები, არსებული, მისივე პორტრეტების მეშვეობით ცდილობდნენ დაედგინათ ბახის რეალური სახე. XX საუკუნის დასაწყისში კრიტიკოსებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაცია მცდარია, ვინაიდან სრულიად შესაძლებელია პორტრეტი ეკუთვნოდეს Georg Friedrich Haendel-ს. image





7. წარმოშობით ინგლისელი, უდიდესი პოეტისა და დრამატურგის William Shakespeare-ს (უილიამ შექსპირი) სახის რეკონსტრუქცია მოხდა მისი ნიღბის მეშვეობით, რომელიც მას გარდაცვალების მომენტიდან აუღეს.image





8. 2007 წელს, იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის ცნობილმა მეცნიერებმა რეკონსტრუქცია მოახდინეს XIII-XIV საუკუნეების გამოჩენილი უდიდესი იტალიელი პოეტის Dante Alighieri-ს (დანტე ალიგიერი) პორტრეტს.

ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, დანტე იტანჯებოდა ნარკოლეპსიით- "ნარკოლეპსია ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა." ამ მტკიცებულებას მოწმობს "ღვთაებრივი კომედია", სადაც დანტე დიდი სიზუსტით ავლენს ნარკოლეპსიის სიმპტომებს, რომელსაც ხშირად ახლდა თან კატაპლექსია- კუნთების ტონუსის ბლოკადა.image





9. ასე გამოიყურება ჰუგენოტების მეთაური, საფრანგეთის ყოფილი მეფე ანრი IV, რომელიც 1610 წელს კათოლიკე-ფანატიკოსის მიერ იქნა მოკლული. 2010 წელს, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა Philippe Charlier-ი, დამტკიცდა, რომ მუმიფიცირებული თავი, რომელიც ანრი IV-ის ეგონათ, ნამდვილად მისია. 2013 წლის თებერვალში, იგივე მკვლევარებმა და ექსპერტმა-მეცნიერებმა მოახდინეს მეფის სახის რეკონსტრუქცია, თუმცა 2013 წლის ოქტომბერში, გენეტიკის სხვა მკვლევართა ჯგუფის დასკვნებით ეჭვქვეშ დაყენდა ზემო აღნიშნული მოსაზრება, რომ ბურბონების დინასტიის მონარქს არ ეკუთვნის აღნიშნული ნაშთები.image





10. 2009 წელს, კლეოპატრას დის არსინ IV(და მისივე მსხვერპლის) სახის რეკონსტრუქცია მოხერხდა მისივე თავისქალიდან აღებული ზომების მიხედვით, რომელიც მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიკარგა. ისტორიკოსი იოსებ ფლავიას უძველესი რომაული თქმულების მიხედვით, არსინი ჩვ.წ-მდე 41 წელს ეფესოში კლეპატრასა და მარკუს ანტონიუსის ბრძანებით მოკლეს, რადგან კლეოპატრასთვის საკუთარი და, როგორც კიდევ ერთი მემკვიდრე, მის გავლენასა და ქონებას საფრთხეს უქმნიდა.image





11. წმ. ნიკოლოზის სახის რეკონსტრუქცია მოახდინა ანატომიის იტალიელმა პროფესორმა. მან ეს 1950 წელს ქალაქი ბარის წმ. ნიკოლოზის ბაზილიკის რესტავრირების დროს მოახერხა. ქრისტიანულ სამყაროში, წმ.ნიკოლოზი მიჩნეულია როგორც ღვთისგან რჩეული, სასწაულმოქმედი, მეზღვაურების, ვაჭრებისა და ბავშვების მფარველი.image



იხილეთ აგრეთვე:



"საიდუმლო სერობის" აქამდე უცნობ საიდუმლოს ფარდა აეხადაimage





პორტრეტებიდან ცნობილი ქალები, რომელთა ბედის შესახებ აქამდე არ იცოდითimage





წარმოუდგენელი ხატები, რომელთა ნახვა შეგირყევთ ფსიქიკასimage





ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრაimage

1
2469
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2469
  
2021, 17 ივლისი, 16:48
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1