x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
საიდუმლო სერობა და ვატიკანის გამოხმაურება პარიზის ოლიმპიადის სკანდალზე
image


ვატიკანი საბოლოოდ გამოეხმაურა ოლიმპიადის გახსნაზე "საიდუმლო სერობის" დაპირისპირებას.

შაბათ-კვირას ისეთი გამოცემები, როგორიცაა ინდიფენდენტი, ტელეგრაფი და ა.შ. ეხმაურებიან ვატიკანის პასუხს საკამათო პერფორმანსთან დაკავშირებით, რომელიც ასახავდა ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობას" პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, გასულ კვირას.


26 ივლისს, პარიზში, ოლიმპიადის გახსნაზე ნაჩვენები იყო სცენა, რომელიც წააგავდა იესო ქრისტესა და მისი მოციქულების ბოლო ტრაპეზის ამსახველ ცნობილ ნახატს, ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობას“.



ღონისძიების კრეატიულმა დირექტორმა უარყო, რომ სცენა ნახატზე მინიშნება იყო. თუმცა, მოგვიანებით ოლიმპიადის სპიკერმა ბოდიში მოიხადა შეურაცხყოფისთვის.



„წმინდა საყდარი დამწუხრებულია პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე გარკვეული სცენების გამო და არ შეიძლება არ შეუერთდეს ბოლო დღეებში გაჩენილ შეშფოთებებს, გამოწვეულს მრავალი ქრისტიანისა და სხვა რელიგიის მორწმუნეების მიმართ მიყენებული შეურაცხყოფით“, - ნათქვამია შაბათ-კვირის პრესრელიზში.



„პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია საერთო ღირებულებების გასაზიარებლად, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც დასცინის მრავალი ადამიანის რელიგიურ მრწამსს. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ არის ეჭვქვეშ დაყენებული, შემოიფარგლება სხვების პატივისცემით“, - აცხადებენ ვატიკანში.


ვატიკანი შეუერთდა კრიტიკოსთა გუნდს, რომლებიც გმობენ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ნახატის დემონსტრირებას, რომელიც ინტერპრეტირებულია, როგორც „საიდუმლო სერობის“ პაროდია - ნათქვამია განცხადებაში. შაბათს, 3 აგვისტოს.


26 ივლისს მდინარე სენაზე გამართული პრესტიჟული ღონისძიების დროს გამოჩნდა სცენა, რომელშიც ნაჩვენებია დრაგ-ქუინები, ტრანსგენდერი მოდელი, შიშველი მომღერალი, ღვინის ბერძენ ღმერთად, დიონისედ გამოწყობილი და ბავშვი, ერთად გრძელ სასადილო მაგიდასთან.

Image


ამ მომენტს კათოლიკური ეკლესიისა და სხვათა გამოხმაურება მოჰყვა, შეფასებები მოიცავდა სიტყვებს - „ამაზრზენი“ და „ღმრთისმგმობი“ .


მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელი თომას ჯოლი ადასტურებს, რომ იგი შთაგონებული იყო იან ვან ბიილერტის ნახატით „დიონისეს დღესასწაული“, ვატიკანი ოფიციალურად შეუერთდა ხმებს, რომლებიც გმობენ "შეურაცხყოფას".


„პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია საერთო ღირებულებების გასაზიარებლად, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც დაცინიან მრავალი ადამიანის რელიგიურ მრწამსს. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ არის ეჭვქვეშ დაყენებული, შემოიფარგლება სხვათა პატივისცემით“ - ნათქვამია განცხადებაში.


სხვადასხვა ინსტიტუციებისა და მაყურებლების პროტესტის შემდეგ, ოლიმპიურმა ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ესკიზის ჩართვის გადაწყვეტილება მოტივირებული იყო „საზოგადოების ტოლერანტობის“ მიღწევის სურვილით.


„ცხადია, არასდროს ყოფილა განზრახვა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის. (გახსნის ცერემონია) ცდილობდა ეზეიმებინა საზოგადოების ტოლერანტობა“, - თქვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სპიკერმა ენ დეკამპმა პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს ამბიცია მიღწეულია. თუ ადამიანებს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენეთ, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ. ”


პარიზის 2024-ის ოლიმპიადის პრეზიდენტმა ტონი ესტანგეტმა ასევე თქვა: „ჩვენ წარმოვიდგინეთ ცერემონია ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების წარმოსაჩენად, ამიტომ გავეცით ძალიან გულწრფელი გზავნილი, რომლის იდეაც იყო რეალური ასახვა. გვინდოდა, რაც შეიძლება ძლიერი მესიჯი გვქონოდა.


„ბუნებრივია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორც ვთქვით - ეს არის ფრანგული ცერემონია საფრანგეთის თამაშებისთვის - ამიტომ ჩვენ ვენდობით ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს. ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება საფრანგეთში და გვინდოდა მისი დაცვა“.


ვატიკანი "გლოვობს შეურაცხყოფას", რომელიც გამოწვეულია პარიზის ოლიმპიადის ცერემონიაზე „საიდუმლო სერობით“, წერს „ტელეგრაფი“.


ვატიკანმა თქვა, რომ "დამწუხრებულია გარკვეული სცენებით" პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც ერთ მომენტში, როგორც ჩანს, ბოლო ვახშმის პაროდირებას ახდენდა, მწირად ჩაცმულ შემსრულებლებთან ერთად“.


26 ივლისს შესრულებულმა სცენამ აღაშფოთა ქრისტიანული ორგანიზაციები ლეონარდო და ვინჩის ბოლო ვახშმის აშკარად გათამაშების გამო, დრაგ ქუინსებთან და შიშველ მომღერალთან ერთად.


მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იცავდნენ სკეტს, როგორც წარმართული დღესასწაულის ასახვას, რომელსაც ხელმძღვანელობდა დიონისე, ბერძენი ღვინის ღმერთი, ბევრი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული.



„პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია საერთო ღირებულებების გასაზიარებლად, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც დასცინის მრავალი ადამიანის რელიგიურ მრწამსს. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის, საზღვრებს სხვების პატივისცემაში პოულობს“.


სცენა, სახელწოდებით "ზეიმი" (Festivity), დაიწყო მოცეკვავეებისა და დრაგ ქუინების ჯგუფით, რომლებიც გრძელი მაგიდის გარშემო ისხდნენ. ეს იყო სცენა, რომელიც აღნიშნავდა საფრანგეთის დედაქალაქის ენერგიულ ღამის ცხოვრებას.


არქიეპისკოპოსმა ვინჩენცო პაგლიამ, ვატიკანის პონტიფიკალური აკადემიის სიცოცხლის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ოლიმპიადის მნიშვნელობა და მისი სპორტული ღირებულებები შეურაცხყოფილი იყო "ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა მომენტის (იგულისხმება იესოს ბოლო ტრაპეზი, ავტ.) მკრეხელური დაცინვით".


ეკლესიასთან დაკავშირებულმა იტალიურმა გაზეთმა Avvenire-მა გააკრიტიკა შოუ ვრცელ სარედაქციო სტატიაში და თქვა: „რა აზრი აქვს პლანეტაზე ყველა მოვლენის (თუნდაც სპორტული) გადაქცევას „გეი პრაიდად“?“.


იტალიის ვიცე-პრემიერმა და ულტრამემარჯვენე ლიდერმა მატეო სალვინიმ ეს აღწერა, როგორც შეურაცხყოფა მილიარდობით ქრისტიანისთვის, მთელს მსოფლიოში, ხოლო ტომასო ფოტიმ, იტალიის ძმების ხელმძღვანელმა ქვედა პალატაში, დაგმო ეს, როგორც "ღვთისგმობა".



გასულ კვირას პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს სცენის გამო გამოწვეული ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის. ენ დეშამმა, სპიკერმა, თქვა: „ცხადია, არასდროს ყოფილა განზრახვა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენისა“. გახსნის ცერემონია „შეეცადა აღენიშნა საზოგადოების ტოლერანტობა“, დასძინა მან.


რატომ არის "საიდუმლო სერობა" საკრალური და რას ასახავს ეს სცენა:


„საიდუმლო სერობა“ არის ბოლო ტრაპეზის ამსახველი ფრესკა, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მიერ XV საუკუნის ბოლოს მოხატულია მილანის სანტა მარია დელე გრაციეს მონასტერში. მასზე გამოსახულია იესო 12 მოციქულთან ერთად, რაც აჩვენებს მომენტს მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემს მას.


ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს იესომ და მისმა მოციქულებმა იერუსალიმში, პასექი აღნიშნეს. ვახშმის ბოლოს იესომ მათ უთხრა: ერთ-ერთი თქვენგანი მიღალატებს. მოციქულები გაოგნდნენ და იესოს ჰკითხეს: გთხოვ, გვითხარი, ვინ გიღალატებს? იესომ უპასუხა: ის, ვისაც ამ პურს მივცემ. შემდეგ პურის ნატეხი იუდა ისკარიოტელს მიაწოდა. იუდა მაშინვე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.


ამის შემდეგ იესომ ილოცა, დაამტვრია პური, დანარჩენ მოციქულებს ჩამოურიგა და უთხრა: ჭამეთ ეს პური. ის ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელსაც თქვენთვის გავიღებ. შემდეგ ისევ ილოცა, აიღო ღვინო, მოწაფეებს გადააწოდა და უთხრა: ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, რომელიც იმისთვის დაიღვრება, რომ ადამიანებს ცოდვები მიეტევოთ. ეს არის წმინდა ზიარების დასაბამი. აქედან მოდის ზიარების საიდუმლო, როდესაც მორწმუნე ქრისტიანები წმინდა ზიარებით იესოს სისხლს და ხორცს ეზიარებიან.


ვახშმის შემდეგ მოციქულებმა იმაზე დაიწყეს კამათი, რომელი მათგანი იყო უფრო დიდი. მაგრამ იესომ უთხრა მათ: „თქვენ შორის ყველაზე დიდი ის არის, ვინც თავს ყველაზე უმნიშვნელო, უმცირეს, ადამიანად მიიჩნევს. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მე თქვენ ყველაფერს გეუბნებით, რაც მამას უნდა, რომ გითხრათ. მალე მე მამასთან წავალ ზეცაში. თქვენ აქ დარჩებით და ხალხი მიხვდება, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, რადგან ერთმანეთი გეყვარებათ. ისე უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.

ლეონარდოს "საიდუმლო სერობა"-ს შექმნის ისტორია:

ცნობილია, რომ „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ იდეალურ მოდელებს მიაგნო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ისინი ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდა.

ერთხელ ლეონარდო მომღერალთა გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსს მან თავისი აზრები გაანდო და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებაზე. მხატვარმა იგი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლებმის წინაშე დადგა: ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა.


ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთი მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. ეკლესიაში მიყვანის შემდეგ და ვინჩიმ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება.


როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და როგორც კი ნახატს თვალი მოჰკრა, შეშინებულმა წამოიყვირა:

— ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!

— კი მაგრამ, საიდან? — გაუკვირდა ლეონარდოს.

— სამი წლის წინ, ვიდრე ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა...
(წყარო: ვიკიპედია)





0
103
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0