x
მეტი
  • 06.08.2024
  • სტატია:136383
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510625
უნიკალური სასტუმრო Giraffe Manor გთავაზობთ სადილს ჟირაფებთან ერთად
წარმოიდგინეთ, დილით ყავას სვამთ სასტუმროს ნომერში, ფანჯარასთან. და უცებ, ღია ფანჯრიდან ოთახში თავს ყოფს... ჟირაფის თავი! ეს სულაც არ არის ფანტასტიკა, თუ გაგიმართლათ და იქირავეთ ნომერი სასტუმროში Giraffe Manor. ის მდებარეობს კენიის დედაქალაქ ნაირობის გარეუბანში, შუაგულ ნაკრძალში.



image



სასტუმრო, რომელიც კომპანიას Safari Collection ეკუთვნის, სტუმრებს 12 ნომერს სთავაზობს. კომპლექსი გარშემორტყმულია ტროპიკული ტყით, სავანის მონაკვეთებით. სასტუმროს შენობა 1932 წელს კოლონიურ სტილში აგებული არქიტექტურული ძეგლია.



image




ოდესღაც ეს სასტუმრო სანადირო სახლს წარმოადგენდა და აქ საფარზე შემოსული მონადირეები ჩერდებოდნენ. ახლა კენიაში გარეული ცხოველების მოკვლა აკრძალულია და ნომრებში ცხოვრობენ ველური ბუნების მოყვარულები, ხშირად ბავშვებთან ერთად. ყველაფერი შეიცვალა მელვილის ოჯახის წყალობით, რომელმაც სახლი და მიმდებარე ტყეები სანადირო კლუბისგან შეისყიდა.



ადგილი, სადაც სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავენ

image



მამულში შეიქმნა გადაშენების პირას მყოფი სახეობების აფრიკული ფონდი (AFEW). ტერიტორიაზე დაიწყეს იშვიათი ცხოველების დასახლება და ტყის პირველი ბინადარი იყო ჟირაფი, სახელად დეიზი. ახლა ნაკრძალის 47 ჰექტარზე 8 ჟირაფი და მრავალი სხვა ცხოველი ცხოვრობს.



image



აქ ცხოველები შემთხვევით არ ხვდებიან. Safari Collection არჩევს ავადმყოფ, დაჭრილ და ობოლ ცხოველებს. ეს არ არის მხოლოდ ჟირაფები, არამედ ანტილოპები, მარტორქები და სპილოები. გადარჩენილი ცხოველების უმეტესობა, გამოჯანმრთელების და გაძლიერების შემდეგ კენიის ეროვნულ პარკში მიდის. ნაწილი კი სასტუმროსთან Giraffe Manor ახლოს რჩება საცხოვრებლად.



image



ახლა სასტუმრო და ტყე მაიკ და ტანია კარ-ჰარტლის საკუთრებაა. მათ ეს ადგილი AFEW ფონდისგან შეიძინეს, რომ აქ უჩვეულო სასტუმრო დაეარსებინათ. აღსანიშნავია, რომ კომპანია Safari Collection ფლობს ბუტიკი სასტუმროების მთელ ქსელს, მაგრამ ეს სასტუმრო, ჟირაფებით, ყველაზე უჩვეულო და პოპულარულია ტურისტებს შორის.



image



სასტუმროს ბევრი ცნობილი სახე აფასებს. მას სტუმრობდნენ მიკ ჯაგერი, ბრუკ შილდსი, ევან მაკგრეგორი, რიჩარდ ჩემბერლენი და ბევრი სხვა ვარსკვლავი. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ჟირაფებს ხალხის საერთოდ არ ეშინიათ. ისინი დღეში რამდენჯერმე მოდიან შენობასთან და ფანჯრებში თავს ყოფენ და სასუსნავს ითხოვენ.



სადილი ჟირაფ როტშილდთან ერთად

image



ყველა ადგილობრივი ჟირაფი გადაშენების პირას მყოფ ერთ სახეობას მიეკუთვნება. როტშილდის ჟირაფები მსოფლიოში მხოლოდ 700-ია. სწორედ ამიტომ, Giraffe Manor-ის სტუმრებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ნახონ და მოეფერონ ცხოველს, რომლის ბუნებაში ნახვა წარმოუდგენლად ძნელია.



image



ჟირაფების გარდა, ნაკრძალში ბინადრობს ანტილოპები, ავაზები, გარეული ღორები, აფთრები და 200-ზე მეტი სახეობის ფრინველი. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ Safari Collection-ის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც იქვე მდებარეობს. იქ სპეციალისტები დაჭრილ და დასუსტებულ ცხოველებზე ზრუნავენ.



image



როტშილდის ჟირაფების სანახავად არ გჭირდებათ სასტუმროს ნომრის დაქირავება. ყოველდღიურად ათობით სტუმარი მოდის ნაკრძალში, რათა დატკბეს ხელუხლებელი აფრიკული ბუნებით. მაგრამ ასეთი სტუმრები მოკლებული არიან მთავარს, ჟირაფებთან ერთად საუზმობის და სადილობის შესაძლებლობას. ეს ერთ-ერთი მთავარი პრივილეგიაა, რომელიც მხოლოდ ნომერში განთავსებულ სტუმრებს აქვთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

უნიკალური სასტუმრო „არბეზი“ - როცა გძინავთ ფეხებით შვეიცარიაში, თავით - საფრანგეთში

კაცმა თავისი ოცნების სახლი თვენახევარში ააშენა და მხოლოდ 9000 დოლარი დახარჯა

ქალმა შუაგულ ჯუნგლებში ააშენა სახლი ბეტონისა და ჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენებით

სუსტი გულის ადამიანი აქ ვერ იცხოვრებს – კოტეჯი ლომების მეზობლად

24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით


0
11
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
11