“კვირა დღის მადლის წაბილწვა არ მინდოდა, მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო მნიშვნელოვან ფაქტორზე:რუსული კანონი ძალაში შევიდა და პოსტტივის უინტელექტო ანალიტიკოსებმა “ხალხის მტრად” გამომაცხადეს. თქვე დეზინფორმატორო არარაობებო “ენჯეოშნიკი” კი არა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ 16 წელიწადია და 19 წლიდან იფიცილურად ვემსახურები ამ დარგს. 30 წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს. თვლა არ იცით და დაგეხმარეთ.საბჭოთა სტილია. საგიჟეთშიც ჩამაგდებდნენ, მათ ნებაზე რომ იყოს ყველაფერი. ამაზეც დავწერ ძალიან მალე რა იკადრეს “ექსპერტმა” ფსიქოლოგებმა.ახლა ცოტა რამ პოსტტივის უშნოდ ცრუპენტელა “ტრიუკებზე”. როდესაც შვეიცარლების დასკვნა გამოქვეყნდა 2023 წლის დეკემბერში პოსტტივის ახალგაზრდა ჟურნალისტი მოვიდა. ჭკუა დაარიგეს გოდოლაძე “გაწურეო”. რა უნდა ექნა ამ საწყალ ახალგაზრდას. მეუბნება, აიო, შვეიცარლებმა დაწერეს თქვენ მტყუანი ხართო. გამეღიმა. გადმოვუღე შვეიცარლების ინგლისური დასკვნა. წავუკითხე. სიტყვა სიტყვით იმეორებდნენ იმას, რასაც მანამდე ვლაპარაკობდით და 42000 ევრო გადავიხადეთ, რომ შვეიცარლები დაგვმოწმებოდნენ. მერე წავუკითხე ქართული თარგმანი:) საერთოდ რომ არ ემთხვეოდა ინგლისურ დედანს. მერე ვუთხარი ამ ჟურნალისტს, ავუხსენი, რომ სამეცნიერო ჭეშმარიტება პოლიტიკურად არ იყიდება, დიახ, კვლევა და მონიტორინგია საჭირო ხალხი რომ არ შეეწიროს შენს უგუნურებას!ჰო! მორჩით შვეიცარლებით სპეკულირებას. 10 ქვეყნის 25 მეცნიერის აზრი და კვლევაა ეს, მარტო ჩემი არა! ყველა ვთანხმდებით და რაღამც იურისტი პრემიერი და ოდიოზური წარმონაქმნი პოსტტივი არ გვეთანხმება დავიხოცავთ თავებს????♀️” - აღნიშნავს თეა გოდოლაძე.
.
მედიასაშუალებებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თეა გოდოლაძე უცხოური გავლენის ენჯეოშნიკია, რომელიც კანონის ამოქმედების შემდეგ უნდა ამხილონ.