საზოგადოება
"პირდაპირ ომში ვერთვებით სექტემბრიდან"- რას წერს მერაბ მეტერეველი
4 აგვისტო, 23:09
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სექტემბრიდან სანაკრებო ბატალიებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და წერს:
"მეც ძალიან მინდა, ორი კლასიკური ფორვარდით ვითამაშოთ და ბუდუც და ჟორჟიც ერთად გვაყავდეს მოედანზე, მაგრამ მერე ჩნდება კითხვა, მაშინ სად მიგვყავს კვარა? კვარას თუ ნახევარდაცვაში წევ, სად მიგვყავს ჩაკვე?
მოკლედ, ხუთ მცველიან ტაქტიკაში (როგორც ბოლო დროს თამაშობს ჩვენი ნაკრები) ყველა ეს ფეხბურთელი ერთად არანაირად არ გამოდის. მაშინ ოთხ მცველზე უნდა გადავეწყოთ და იქაც ყველანაირ სქემაში ვერ ჩასვამ (მაგალითად 4-3-3-ში ერთი ცენტრფორვარდია).
ერთადერთი სქემა, რლმელიც ყველა ამ ფეხბურთლის ერთდროულად მოედანზე ყოფნას მოვარგე კალაძისდრონდელი “მილანის” სქემაა. ჟორჟი შევჩენკოს ადგილზე, ბუდუ – ინძაგის, კვარა კაკას ადგილზე, ჩაკვე – ზედორფის, ქოჩო – გატუზოს, კიტე – პირლოს.
მაგრამ უღალატებს კი სანიოლი ხუთ მცველიან ტაქტიკას? ამხანაგური თამაშების საშუალებაც კი არ გვაქვს, ახალი სქემები რომ დატესტო. პირდაპირ ომში ვერთვებით სექტემბრიდან."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აღნიშნულ სქემას აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან ერთა ლიგის რიგით IV, 2024/25 წლების გათამაშება იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები უკვე B ლიგაში იასპარეზებს და I ჯგუფში მისი მეტოქეები - ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან.
ჩეხეთის გუნდს 7 სექტემბერს თბილისში, ახალი გათამაშების I ტურში ვუმასპინძლებთ. 10 სექტემბერს ვითამაშებთ ალბანეთში, 11 ოქტომბერს სტუმრად უკრაინასთან, 14 ოქტომბერს ვმასპინძლობთ ალბანეთს, 16 ნოემბერს კი უკრაინას ვუმასპინძლებთ, 19 ნოემბერს ტურნირს ჩეხეთთან გასვლითი მატჩით ვასრულებთ.
ნოემბერ-დეკემბერში კი გაიმართება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელიც დაფუძნებული იქნება ევრო 2024-ისა და ერთა ლიგის შედეგებით მიღებულ რეიტინგზე. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მხოლოდ ამისთვის ღირდა...