x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137639
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511516
ვატიკანნმა ოლიმპიადის გახსნის ორაზროვან სცენებზე რეაგირება გამოხატა

image
ვატიკანმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედგაცრუებული იყო 2024 წელს პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის რამდენიმე სცენით. განმარტავენ, რომ წმინდა საყდარი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს სიტყვისა და თვითგამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ სხვების პატივისცემის გამოჩენით. - იუწყება TASS.




„წმინდა საყდარს არ შეუძლია თავისი ხმა არ შეუერთოს სხვებს, რომლებმაც ბოლო დღეებში აღნიშნეს, რომ ბევრი ქრისტიანი და სხვა რელიგიის მორწმუნე შეურაცხყოფილი იყო გარკვეული სცენებით. ასეთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე, რომელიც აერთიანებს საერთო ღირებულებებს, არ შეიძლება მივმართოთ მეტაფორებს, რომლებიც რელიგიურ მრწამსს აბსურდულ შუქზე წარმოგვიდგენს“- ნათქვამია განცხადებაში.




ოლიმპიადა-24-ის გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართა, რომლის დროსაც სცენაზე ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" პროვოკაციული პაროდია იყო დემონსტრირებული. ამან გამოიწვია ორგანიზატორებისა და მსახიობების ფართო კრიტიკა.



მანამდე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ ყველაფერი, რაც პარიზში თამაშის გახსნის ცერემონიაზე მოხდა, "აბსოლუტური ზიზღი" უწოდა. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, და ვინჩის ნამუშევრების პაროდისა საშინელ და სამარცხვინო უწოდა.

0
215
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0