x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა მისწერა ჰიტლერმა სტალინს, პოლონეთში შეჭრის წინ?.. და სტალინის პასუხი

ფიურერი დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა, მისთვის საძულველ პოლონეთზე თავდასხმას... და აი, გენერლებთან მრავალრიცხოვანი თათბირების შემდეგ, თარიღიც შეარჩია – 1939 წლის 1 სექტემბერი. თუმცა, ჰიტლერს ძლიერი მეტოქის, – სსრ კავშირის ჩარევის ეშინოდა. ამიტომ, აღმოსავლეთის ლაშქრობაში გეგმაში, შესაძლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების გაფორმება იყო აუცილებელი. ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერის შემდეგ, სტალინი ომში აღარ ჩაერთვებოდა და ის პოლონეთზე თავდასხმას შეძლებდა. ხოლო თუ, სამხედრო კონფლიქტში, სსრ კავშირი არ მიიღებდა მონაწილეობას, მაშინ ომში ჩარევას, ვერც ბრიტანეთი და საფრანგეთი გაბედავდა და ჰიტლერს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა...


image


მთელი აგვისტოს მანძილზე, სსრ კავშირის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, გერმანია და საბჭოთა კავშირი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, პოლონეთს იყოფდნენ და ერთმანეთს ხელშეკრულებების პროექტებს სთავაზობდნენ. მაგრამ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 1 სექტემბრამდე კი, არც ისე დიდი დრო რჩებოდა... მაშინ, აღელვებულმა ჰიტლერმა, საკუთარ სიამაყეს გადააბიჯა და სტალინს წერილი პირადად მისწერა:


"მე გულწრფელად მივესალმები გერმანია–საბჭოთა კავშირის ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას, როგორც გერმანია–საბჭოთა ურთიერთობების პირველ ნაბიჯს. ხოლო, თავდაუსხმელობის პაკეტი, ორ სახელმწიფოს შორის, ჩემთვის გერმანიის გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრას ნიშნავს. ამიტომ, გერმანია განაახლებს პოლიტიკურ კურსს, რომელიც გასული საუკუნეების განმავლობაში, ორივე სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყო...

ვეთანხმები თავდაუსხმელობის პაქტის პროექტს, რომელიც თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა მოლოტოვმა გადმომცა. მაგრამ, უაღრესად საჭიროდ მიმაჩნია, რაც შეიძლება მალე გავარკვიოთ მასთან დაკავშირებული, რიგი საკითხები.

სსრ კირისთვის სასურველი დამატებითი პროტოკოლის ტექსტის შემუშავება, დარწმუნებული ვარ, უმოკლეს დროში მოხერხდება, თუ გერმანელი სახელმწიფო მოხელე, მოსალაპარაკებლად, მოსკოვში პირადად შეძლებს ჩამოსვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიხის მთავრობისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება, მოკლე დროში, დამატებითი პროტოკოლის შემუშავება და შეთანხმება.

გერმანიას და პოლონეთს შორის დაძაბულობა აუტანელი გახდა... კრიზისი შეიძლება, ნებისმიერ დღეს გაჩაღდეს. გერმანიას ამიერიდან, გადაწყვეტილი აქვს, რაიხის ინტერესების, ყველა არსებული საშუალებით დაიცა.

ჩემი აზრით, ჩვენი ორი სახელმწიფოს განზრახვის გათვალისწინებით, – ერთმანეთთან ახალი ურთიერთობები დაამყარონ, მიზანშეწონილია, რომ დრო აღარ დავკარგოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, მიიღოთ ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი. რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭება ყველა საგანგებო უფლებამოსილება, შეადგინოს და ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის პაქტს და ასევე, პროტოკოლს. მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრის, ერთზე, ან მაქსიმუმ, ორ დღეზე მეტად დარჩენა, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

მოხარული ვიქნები, თუ პასუხს სასწრაფოდ გამცემთ.

ადოლფ ჰიტლერი".

და ჰიტლერმა სტალინის პასუხი, უკვე II დღეს მიიღო:


"მადლობას გიხდით წერილისთვის. ვიმედოვნებ, რომ გერმანია-საბჭოეთის თავდაუსხმელობის პაქტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, გადამწყვეტი გარდატეხა იქნება.

ჩვენი ქვეყნების ხალხებს ესაჭიროებათ მშვიდობიანი ურთიერთობები და გერმანიის მთავრობის თანხმობა, თავდაუსხმელობის პაქტის დადებაზე, საფუძველს შექმნის პოლიტიკური დაძაბულობის აღმოსაფხვრელად და მშვიდობის უზრუნველყოფს.

საბჭოთა მთავრობამ დამავალა თქვენთვის მეცნობებინა, რომ ის, ბატონ რიბენტროპის მოსკოვში ჩამოსვლაზე, თანხმობას აცხადებს.

ი. სტალინი"


23 აგვისტოს, მოსკოვში, ორ ქვეყანას შორის, თავდაუსხმელობის პაქტს მოეწერა ხელი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ერთი კვირა რჩებოდა... ჰიტლერი სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო. მან ნაჩქარევად შეკრიბა არმიის უმაღლესი შემადგენლობა და პოლონეთში შესაჭრელად, გერმანიის არმიის მომზადების ბრძანება გასცა.


P. S. ეს ერთადერთი წერილი არ იყო, რომელიც ჰიტლერმა სტალინს მისწერა. 1941 წ. 15 მაისს «Junkers Ju-52» მარკის გერმანულმა თვითმფრინავმა სსრ კავშირის საზღვრები გადმოკვეთა და სტალინს ჰიტლერის წერილი ჩამოუტანა. ამ წერილის შესახებ ინფორმაცია, სსრ კავშირში, გასული საუკუნის 80–იან წლებში გავრცელდა. ზოგმა დაიჯერა, ზოგმა – არა... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* პირამიდების მშენებლობის თარიღის საიდუმლო გახსნილია...

* უძველესი რასა და ცივილიზაცია დედამიწაზე

* პოზიტიური ფოტოების ნაკრები, კარგ განწყობისთვის (20 ფოტო)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
675
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0