მხატვრობა უზარმაზარი ნახატები, რომლებიც მალევე ქრება 4 აგვისტო, 14:09 Saype (Say Peace) ფსევდონიმით ცნობილი გიომ ლეგროსი არის ფრანგი თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ცხოვრობს შვეიცარიაში, ქალაქ ბილში. ის არის ფართომასშტაბიანი, მიწაზე ხატვის ბიოდეგრადირებადი ნახატების პიონერი. Saype ხატვის პროცესში სპეციალური ხელსაწყოთირათა შექმნას თავისი ეფემერული მიწის ნამუშევარი, Saype იყენებს 100% ბიოდეგრადირებად საღებავს, რომელიც შედგება წყლის, ცარცის, ნახშირისა და კაზეინისგან. მისი უზარმაზარი ნახატები მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. ვინაიდან საღებავი ეკოლოგიურად სუფთაა, მისი ნამუშევრები მალე ქრება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. Saype-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარმოადგენს "La Grande Vague" ("დიდი ტალღა"), რომელიც მოიცავს 1500 კვადრატულ მეტრს და მდებარეობს ესპანეთის სამხრეთ ქალაქ ელ-ეხიდოში, სადაც განთავსებულია 40 ათას ჰექტარზე გადაჭიმული, ევროპაში ცნობილი სასოფლო-სამეურნეო სათბურები. ნამუშევარი "La Grande Vague", შთაგონებულია ცნობილი იაპონელი გრავიორისა და მხატვრის კაცუსიკა ჰოკუსაის ნახატით "კანაგავას დიდი ტალღა". "კანაგავას დიდი ტალღა" / 1831 წელი
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |