x
image
ნინო ხიმშიაშვილი
უზარმაზარი ნახატები, რომლებიც მალევე ქრება



image


Saype (Say Peace) ფსევდონიმით ცნობილი გიომ ლეგროსი არის ფრანგი თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ცხოვრობს შვეიცარიაში, ქალაქ ბილში. ის არის ფართომასშტაბიანი, მიწაზე ხატვის ბიოდეგრადირებადი ნახატების პიონერი.


imageSaype ხატვის პროცესში სპეციალური ხელსაწყოთი


რათა შექმნას თავისი ეფემერული მიწის ნამუშევარი, Saype იყენებს 100% ბიოდეგრადირებად საღებავს, რომელიც შედგება წყლის, ცარცის, ნახშირისა და კაზეინისგან. მისი უზარმაზარი ნახატები მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. ვინაიდან საღებავი ეკოლოგიურად სუფთაა, მისი ნამუშევრები მალე ქრება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.



image




image



Saype-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარმოადგენს "La Grande Vague" ("დიდი ტალღა"), რომელიც მოიცავს 1500 კვადრატულ მეტრს და მდებარეობს ესპანეთის სამხრეთ ქალაქ ელ-ეხიდოში, სადაც განთავსებულია 40 ათას ჰექტარზე გადაჭიმული, ევროპაში ცნობილი სასოფლო-სამეურნეო სათბურები.


image


image

image


image



ნამუშევარი "La Grande Vague", შთაგონებულია ცნობილი იაპონელი გრავიორისა და მხატვრის კაცუსიკა ჰოკუსაის ნახატით "კანაგავას დიდი ტალღა".


image"კანაგავას დიდი ტალღა" / 1831 წელი
კაცუსიკა ჰოკუსაი



Saype თავის იდეებს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქებში ახორციელებს. მისი სხვა ნამუშევრებია:



image


image

image

image

image

image

image

image

imageSaype


0
197
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0