საზოგადოება რუსუდან შარაძე: "..რატომ ჩამოუშვი ხელებიო?..შევეცდები პასუხი საჯაროდ დავწერო.." 3 აგვისტო, 14:37
თან ვისარგებლებ შემთხვევით და რაც გულში მაქვს, იმასაც მოვაყოლებ, ცოტათი გავთავისუფლდები. აქვე ყველას გთხოვთ უმორჩილესად, პოსტი არ წაიღოთ. არ ვთვლი საჭიროდ, სხვების გვერდებზე იტრიალოს ჩემი გულის გადმოშლამ, მხოლოდ, მეგობრებისთვის, ე.ი. თქვენთვის მინდოდა აზრების გაზიარება. გვერდი ისედაც ღიაა, ვისაც უნდა შემოვა.
პასუხს ბოლოდან დავიწყებ:
არსად ვჩანვარ იმიტომ, რომ კარგა ხანია, სახელისუფლებო და ოპოზიციურ მედიებში დიდი ტაბუ ადევს გურამ შარაძის სახელს და აქედან გამომდინარე, მის მკვლელობას (თუ პირიქით უნდა დამეწერა, არ ვიცი). რაც შეეხება გამონაკლის გაზეთებსა და ტელევიზიებს, სადაც ყოველთვის შემიძლია მონაწილეობის მიღება (მადლობელი ვარ!), უკვე იმდენჯერ ვიყავი, რომ ჩემი აზრით, ერთიდაიგივეს ხშირი გამეორება ერთიდაიგივე ადგილიდან, თემას, რომელიც ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მოსაწყენს გახდის, მიუხედავად მისი სიმძიმისა თუ უსამართლობისა (ადამიანები ვართ და ვცდილობ, რეალისტურად ვიფიქრო).
სამწუხაროდ, მამაჩემის მკვლელობაზე, ჯერ-ჯერობით, ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, ხოლო რაც ამ მკვლელობას სცდება, ამაზე მედიით ლაპარაკს თავად ვარიდებ თავს, რადგან ვიცი - ჩემი კომპეტენცია, მხოლოდ, გურამ შარაძის მკვლელობა და მასთან დაკავშირებული თემებია. თუმცა, ხშირად, რთულია ზღვარის დაცვაც, რადგან სწორედ, ეს “დაკავშირებული თემები“ ქმნის დღეს გლობალურ პოლიტიკას.
მაინც ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ექსპერტის, ან პოლიტიკოსის როლში გამოჩენა, გარდა იმისა, რომ კომიკურად და არაბუნებრივად მეჩვენება, მამაჩემის მკვლელობის საქმეს დააზიანებს - გავიგივდები სხვადასხვა საკითხებთან. ამასობაში, იარლიყების, მედიების, ტროლ-ბოტებისა და ათასი ვიგინდარას მეშვეობით, მოხდება ყველაფრის აღრევა და მათში ოსტატურად გათქვეფა ჩემ მიერ დამტკიცებული უტყუარი ფაქტებისა გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ. მოკლედ, ჩემი დაზიანებით, დააზიანებენ საქმეს, ხოლო ახლა, ჩემს „კვადრატში“, დედამიწის ზურგზე ვერავინ მომიგებს, მცდელობაც არავის ჰქონია, რადგან ჭეშმარიტება ერთია!
იმიტომ ვწერ ასე დაწვრილებით, რომ კარგად გამიგოთ და მიიღოთ ჩემი გულწრფელი ბოდიში ყველამ, ვინც ჩემგან მეტს მოელოდა. უღრმესი მადლობა ნდობისთვის, არც ყალბი თავმდაბლობა მალაპარაკებს და არც სხვა რამ, ვიცი სიმართლე და სულ ესაა. ყოველი ჩემი საჯარო ნაბიჯი გაიგივებულია მამაჩემთან, მე არავინ ვარ, უბრალოდ, ვასრულებ შვილის მოვალეობას. აი, თუ როდესმე რამეს პირადად შევქმნი, მამაჩემისგან დამოუკიდებლად, მერე სხვაგვარად დავილაპარაკებ :))) თუმცა, ეს ალბათ მესამე, მეხუთე თუ ღმერთმა იცის, რომელ ცხოვრებაში იქნება :)))
რაც შეეხება ხელების ჩამოშვებას, - არა, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეს არასდროს მოხდება, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. დღეს, ჩემი რეალობა ასეთია: 2014 წელს, გურამ შარაძის მკვლელობის დიდი ხნის წინ დახურული საქმე ხელახლა დაბრუნდა ძიებაში. იმ არაერთი სიგიჟის შემდეგ, რაც თავზე გადამხდა და თქვენთვისაც კარგადაა ცნობილი, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით სულ ყველა დარწმუნდა: მამაჩემი მოკლეს სააკაშვილის ბრძანებით; მკვლელობას ორგანიზება გაუკეთა დათა ახალაიამ; შემსრულებელი მკვლელები არიან მეგის ქარდავას ზონდერები: გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია! გიორგი ბარათელი ამ მკვლელობასთან კავშირში არ არის!
დარჩენილია უკანასკნელი ეტაპი - სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადოს გურამ შარაძის უკვე გახსნილი მკვლელობა გახსნილად!
ე.ი. დარჩა პოლიტიკური ნება, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერავის ვაიძულებ, რომ გამოიჩინოს. უბრალოდ, ჩემს ადამიანურ ძალებს აღემატება. ამიტომ ველოდები! ველოდები ღმერთის სამართალს, თორემ კაცის სამართალი, რომლის ნაპერწკალი, ცოტა ხნის წინ, ისევ აენთო ჩემს იმედგაცრუებისგან ლამის გამსკდარ გულში, კვლავ ჩაიფერფლა გია ხუბუას რექტორად დანიშვნით.
ბატონ გიასთან პიროვნული წყენა დიდი ხნის წინ ამოვწურე და გულში ბოღმა სამუდამოდ გავიქრე, რის დასტურად, ხელი არაერთხელ ჩამოვართვი. ეს თქვენთვისაც მომიყოლია და ტელევიზიითაც. საქმე ისაა, რომ გია ხუბუა ბიოგრაფიიდან ვერასდროს ჩამოირეცხავს სისასტიკემდე მისულ „ნაცობას“, რომ გურამ შარაძე ციხეში გაუშვა, ხოლო სხვა, ასაკოვანი და არაერთი მსოფლიო დონის პროფესორ-მეცნიერი, საათობით დარბაზში გამოკეტა, ტუალეტში გასვლის უფლებაც არ მისცა. მგონია, რომ ბატონი გიას თავში არასდროს დაიბადებოდა ეს და სხვა სადამსჯელო არაერთი უბედურება, მაგრამ ზედმიწევნით ხომ შეასრულა?
პიროვნულად ვაპატიე-მეთქი და ღმერთმა იცის, რომ ასეა, უბრალოდ, რა გამართლება აქვს ნაცების ულმობელი სახის რექტორად დანიშვნას მაშინ, როდესაც ნაცებს გასამართლებას უპირებ? ესაა მთავარი! თუმცა, პირველია თუ ბოლო?! ამ ფაქტს კიდევ უფრო შევიტკბობთ, რადგან უკვე კარგა ახლოს მოსული „ბუა“ სადაცაა მართლა შეგვჭამს. თუმცა, მაინც ვერ ვხვდები, რა აუცილებლობა იყო, რომ ჩემნაირ ადამიანებში იმედის ნაპერწკალი ჩამკვდარიყო.
რისი იმედი მაქვს და ღმერთის!
დღეს ხომ დიდი და პატარა გურამ შარაძის სიტყვებით ლაპარაკობს, თითქოს, ამერიკა აღმოეჩინოთ, საყვარლებს :))) იმაშიც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მის მკვლელობაზეც ასევე ილაპარაკებს სულ ყველა, ბავშვიც კი!
ჰოდა, ველოდები! ველოდები იმ დღეს, როდესაც ჩავთვლი, რომ დროა, ვეცე ვინმეს! არსად წავსულვარ და არც წავალ, სანამ ღმერთი არ წამიყვანს!
ისე, ჯერ არ ვაპირებო." - რუსუდან შარაძე
181 შეფასება არ არის
|