საქართველო
"ამ წუთას გავიგე რომ დაღუპულა და გული გამისკდა, ცუდად ვარ" - ვისზე საუბრობს ირინა სარიშვილი
2 აგვისტო, 18:54
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინისა და საქართველოს სახელით კიდევ ერთი ქართველი გმირის, ბონდო გაგნიძის გმირულად დაცემის შესახებ პოსტს ავრცელებს და წერს:
"ბონდო გაგნიძე დაღუპულა უკრაინაში.
აქ ვმეგობრობდით. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ იმხელა სითბოს ვგრძნობდი მისგან, ყველა პოსტზე რომ მის გულს ვხედავდი, თითქოს ძველი მეგობრები ვიყავით. ამ წუთას აქ გავიგე რომ დაღუპულა და გული გამისკდა. ჩემი ჩუმი, საყვარელი, თბილი უცნობი მეგობარი. ძალიან ცუდად ვარ", - წერს ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ფრონტის ხაზზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 47 ბონდო გაგნიძე დაიღუპა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით იგი 67-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მე-2 მექანიზებულ ბატალიონ "სამურავში" მსახურობდა. მებრძოლი მტერთან უშუალო შეტაკებისას ტყვიით დაიჭრა, რასაც მისი სიცოცხლე ემსხვერპლა.