x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ახლა ამას უნდა დაველოდოთ შიშით…” - რა ინფორმაციას ავრცელებს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ევროპულ საქართველოში" არსებულ განხეთქილებასა და გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"აჰა, სიაში ადგილების გამო პარტია „ევროპული საქართველო“ დაიშალა.

ამ ოთხკაციან პარტიაში რომ ვერ გაიყვეს ადგილები, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ახლადშექმნილ ოპოზციურ გაერთიანებებში, სადაც სხვადასხვა პარტიები შევიდნენ და ამბიციებიც უფრო მეტად დუღს, როდესაც იქაც დადგება დღის წესრიგში სიის შედგენა?


ახლა ამას უნდა დაველოდოთ შიშით, თავზე არ ჩამოიმხონ ყვეალფერი და ხონჩით არ მიართვიან გამარჯვება "ოცნებას"– ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის სტატუსში.


შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს. ბოკერის თქმით, პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე დაპირისპირებამ გამოავლინა სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი პარტიის გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.


კერძოდ, ბოკერიას თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, ამ ყველაფერმა კი პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.







0
508
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
508